01 სექტემბერი, 2015
მამუკა ონაშვილი ლევან გვაზავას მიერ დაჭრის ფაქტზე პირველ კომენტარს აკეთებს
ეს თქვენ მესროლეთ ეხლა თქვენი სტატიით საშინელი მოგონილი ისტორიით და მომკალით როგორც პიროვნება მომღერალი მამუკა ონაშვილი შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ლევან გვაზავსთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და „კვირის ქორინიკის" ჟურნალისტს გამოქვეყნებული მასალისთვის პასუხს სთხოვს. ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს.


„ეს სტატია რომელიც გამოქვეყნებულია კვირის ქრონიკაში მეზღაპრე ჟურნალისტის ლევან ჯავახიშვილის მიერ რაც ჩემთან დაკავშირებით არის დაწერილი, წარმოადგენს ძალიან დიდ ტყუილს. ცრუ ინფორმაციაა, ესეთი რამ საერთოდ არ მომხ
დარა და ძალიან შეურაცხყოფილი ვარ „კვირის ქრონიკის" და ლევან ჯავახიშვილის მხრიდან! დაწერო გადაუმოწმებელი ისტორია, საქყვეყნოდ გამოაქვეყნო და გაასწორო მიწასთან ადამიანი ძალიან დიდი დანაშაულია. რაზეც პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველას!

რასაც აუცილებლად გავაკეთებ. ცოტახნის წინ დაუკავშირდი ტელეფონით მეზღაპრე ჟურნალისტს ლევან ჯავახიშვილს და მოვთხოვე პასუხი, მან მიპასუხა რომ ისევ დავწერ რომ ეს ყველაფერი ტყუილიაო!

ნუთუ ესეთი ადვილია თქვენი მხრიდან ლევან ჯავახიშვილო, ამოსვარო ადამიანი ტალახში, გაანადგურო, მოკლა ადამიანი და უცებ გააცოცხლო?! ამ სტატიას, ამ ტყუილს და მოგონილ ზღაპარს ხომ მთელი ქვეყანა წაიკითხავს?! მერე, ჩემს თავმოყვარეობას რა უყო?

ეს თქვენ მესროლეთ ეხლა თქვენი სტატიით საშინელი მოგონილი ისტორიით და მომკალით როგორც პიროვნება და ადამიანი! რაზეც პასუხი უნდა აგოთ აუცილებლად და თქვენთან ერთად კიდე რამოდენიმე უცოდინარმა ჟურნალისტმა! ღმერთი ზემოდან იყურება და ყველაფერს ხედავს, გეშინოდეთ ცილისწამების! კიდევ კარგი ნახევარმა თბილისმა მაინც იცის რომ მე არაფერ შუაში არ ვარ თქვენს მიერ შეთხზული ისტორიასთან!

ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა! ვიზიარებ! ლევანი და ნინო ჩემი მეგობრები არიან და რომ ჩამოვალ ამ დღეებში აუცილებლად მოვინახულებ!

გამოჯამრთელებას უსურვებ ლევანს!"- წერს მამუკა ონაშვილი.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
................
მეც შევნიშნე, რომ ზმნის პირველი სუბიექტური პირის ნიშანს საერთოდ არ ხმარობს.
12:22 / 02-09-2015
გამოხმაურება / 0 /
სტატუს ქუო
ქართველ ხალხს ქართული დაავიწყდა- ვუსურვებ და არა უსურვებ.....
09:45 / 02-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS