01 სექტემბერი, 2015
რუსეთში მცხოვრებმა ქართველებმა შვილები სკოლაში გაუშვეს - დღეს, 1 სექტემბერია...
ბაფთიანი გოგონები წითელი ვარდებით ხელში  სკოლისკენ მიიჩქარიან საქართველოში სკოლაში სწავლა უკვე წლებია, პირველ სექტემბერს აღარ იწყება. ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, რუსეთში საბჭოთა ტრადიციას არ ღალატობენ. ბაფთიანი გოგონები, წითელი ვარდებით ხელში  სკოლისკენ მიიჩქარიან. ბიჭები კი ტრადიციულად ''ბაბოჩკაში'' და შარვალ-კოსტუმში არიან გამოწყობილი.

რუსეთში მცხოვრები ქართველი ვარსკვლავები, ''ფეისბუქზე'' პირველ სექტემბერს შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ტვირთავენ.

თეონა კონტრიძე ორ შვილთან და შვილების კლასელებთან ერთად პოზირებდა. რა თქმა უნდა, ამ მნიშვნელოვან მომენტს არ დაკლებია თეონას მეუღლე- ნიკოლაი კლოპოვი.

Rating
თეონას მეუღლე ბაშვებთან
ერთად


სკოლაში წავიდა აჩი ფურცელაძის გერი. აჩი ფურცელაძისა და გაია ხაჩიძის სიყვარულმა ბევრ გამოცდას გაუძლო. წყვილი რამდენჯერმე ოფიციალურად დაშორდა ერთმანეთს, თუმცა მოგვიანებით ორივე მიხვდა, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეეძლოთ. გაიას შვილის სკოლაში წასვლას ორივე დიდი სიხარულით აღნიშნავს.

Rating
გაიას ვაჟი


უკრაინაში მცხოვრებ წარმოშობით ქართველ იულია ქავთარაძეს, გოგონა ჰყავს. იულიამ ქართველ მაყურებელს თავი ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' შეაყვარა. ბევრმა აღნიშნა, რომ სექსუალურ მომღერალს სიმღერაზე კარგად ცეკვა გამოსდის. იულიამ სკოლისკენ მიმავალ ელეგანტურად გამოწყობილ ქალიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა.

Rating
იულია შვილთან ერთად


პირველი სექტემბერი ბევრმა ქართველმაც გაიხსენა და ფოტოები, სადაც სკოლაში პირველი სექტემბერია ასახული, ''ფეისბუქზე'' გამოაქვეყნეს.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
რუსეთის დედაც
ვის რაში აინტერესებს? ვისაც გიყვარტ რუსეთი მიბრძაანდით
14:36 / 03-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ანა
რა ლამაზი ბავშვებია. წარმატებები მათ.
19:56 / 01-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS