31 აგვისტო, 2015
ეკა ნიჟარაძე და რეზო თაბუკაშვილი გრძნობებს აღარ მალავენ - წყვილი რაჭაში ერთად ისვენებს
ჟურნალისტებთან საუბრისას არ ადასტურებდნენ, რომ ერთად იყვნენ ორი თვის წინ როცა ეკა ნიჟარაძემ და მწერალმა რეზო თაბუკაშვილმა ერთობლივი ფოტოები სოციალურ ქსლეში გაავრცელა, მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ მათ შორის მეგობრობაზე დიდი გრძნობა იყო.

ფეისბუქმეგობრები ულოცავდნენ და ბედნიერებას უსურვებდნენ ლამაზ წყვილს, ერთ-ერთი ვინც წყვილს გაბედნიერება მიულოცა, ჟურნალისტი ეკა ხოფერია იყო, ამას მიმალავდითო, წერდა ეკა წყვილის ერთ- ერთ რომანტიკულ ფოტოზე.

მაგრამ არც რეზო თაბუკაშვილი და არც ეკა ნიჟარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას არ ადასტურებდნენ, რომ ერთად იყვნენ.

თუმცა ზაფხულის ბოლო დღეებს
წყვილი მეგობრებთან ერთად რაჭაში ატარებს. შოვში გადაღებული ფოტო უკვე ყველა ეჭვს ფანტავს იმასთან დაკავშირებით, უყვარს თუ არა მსახიობს და მწერალს ერთმანეთი.

სალომე დადიანი

ბეჭდვა