31 აგვისტო, 2015
ქართული თეატრის სექს-სიმბოლო ადვოკატზე დაქორწინდა
ყველაფერი ჩვენს ურთიერთობაში დაუგეგმავად, გულით და ბუნებრივად მოხდა ლევან ხურციას და მარიამ კუბლაშვილის სიყვარული უკვე დიდი ხანია საზოგადოებისთვის ცნობილია. თუმცა ამ თემაზე ხმამაღლა საუბრისგან ორივე თავს იკავებდა. ცნობილია, რომ მარიამს პირველი ქორწინებიდან შვილი ჰყავს. ლევანი კი ბევრი ქართველი გოგონას გულთამპყრობელად ითვლებოდა და მას ბევრი მექალთანედ იცნობდა.

ლევანის ცხოვრებაში ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მარიამს შეხვდა.

''გარეგნულ სილამაზეზე არაფერს ვიტყვი, ეს ისედაც ნათელია. მარიამი ყველასგან გამორჩეულია: ნიჭიერია, კეთილშობილია. ვიმეორებ, მე მასში ვიპოვე ჩემი მეორე ნახევარი'' - ამბობს
ლევანი გაზეთ ''პრაიმ ტაიმთან'' ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ამავე ინტერვიუდან ცნობილი ხდება, რომ წყვილს ნიშნობა უკვე ჰქონდა და უახლოეს მომავალში ქორწილსაც გეგმავენ, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ არ იციან.

ყველაფერი ჩვენს ურთიერთობაში დაუგეგმავად, გულით და ბუნებრივად მოხდა, - ამბობს ლევან ხურცია.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
რიტა
ლევან, ჩემთვის მინდოდი. ძალიან საწყენია. jk GL HF
13:07 / 04-09-2015
გამოხმაურება / 0 /
222
გ ა ი ხ ა რ ე ე ე თ
03:33 / 01-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ანი
ორივე ძალიან კარგი ადამიანია, იშვიათად ვაკომენტარებ, ეს ის შემთხვევაა როცა გულით მინდა მივულოცო და ვუსურვო ბედნიერება და ლამაზი მომავალი :*
19:55 / 31-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ბედნიერებას ვუსურვებ , ლამაზი წყვილია ძალიან
15:56 / 31-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS