30 აგვისტო, 2015
ეკა ხოფერია გადაცემის დახურვის შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს - "ის ერთ-ერთი ძლიერი ჟურნალისტია ჩვენს მედია-სივრცეში..."
შეიძლება მოგწონდეთ მისი წაყვანის მანერა, შეიძლება - არა ჟურნალისტი ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში "იმედის" მიერ პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვას ეხმაურება და კოლეგა ინგა გრიგოლიას მხარდაჭერას უცხადებს:

"და მაინც, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ! რატომღაც მგონია, რომ ეს ისტორია ინგაზე დასრულდება კარგად! მე ყოველთვის მის გვერდში ვიდგები და ყოველთვის გავაპროტესტებ ჩემი კოლეგებისთვის გადაცემების დახურვას. ინგა პირველი და ლამის ერთადერთი იყო, ვინც მხარში დამიდგა, როცა პირდაპირი ეთერიდან წამოვედი.

ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ძალიან... შეიძლება მოგწონდეთ მისი წაყვანის მანერა, შეიძლება - არა,
მაგრამ ვფიქრობ, ვთანხმდებით იმაზე, რომ ის ერთ-ერთი ძლიერი ჟურნალისტია ჩვენს მედია-სივრცეში და მისთვის გადაცემების დახურვა მინიმუმ მეტ განმარტებას მოითხოვს საზოგადოებისთვის.

ვაპირებ ხვალ მივიღო განმარტებები მენეჯმენტისგან, ვგეგმავ ოჯახთან დაკავშირებას. ეს არხი მე ძალიან მიყვარს და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვინ იქნება ამ არხზე და ვინ არა. მნიშვნელოვანია, რომ იმედზე იყოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები. მნიშვნელოვანია, რომ ჩემს კოლეგას აი, ასე არ უხურავდნენ გადაცემას. მოკლედ, წარმატებები ინგას და წარმატებები მეც ამ ყველაფრის გარკვევასა და მოგვარებაში..." - წერს ეკა.

რატომ დაიხურა „რეაქცია“ - არხის სპეციალური განცხადება
ბეჭდვა