30 აგვისტო, 2015
ეკა ხოფერია გადაცემის დახურვის შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს - "ის ერთ-ერთი ძლიერი ჟურნალისტია ჩვენს მედია-სივრცეში..."
შეიძლება მოგწონდეთ მისი წაყვანის მანერა, შეიძლება - არა ჟურნალისტი ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში "იმედის" მიერ პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვას ეხმაურება და კოლეგა ინგა გრიგოლიას მხარდაჭერას უცხადებს:

"და მაინც, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ! რატომღაც მგონია, რომ ეს ისტორია ინგაზე დასრულდება კარგად! მე ყოველთვის მის გვერდში ვიდგები და ყოველთვის გავაპროტესტებ ჩემი კოლეგებისთვის გადაცემების დახურვას. ინგა პირველი და ლამის ერთადერთი იყო, ვინც მხარში დამიდგა, როცა პირდაპირი ეთერიდან წამოვედი.

ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ძალიან... შეიძლება მოგწონდეთ მისი წაყვანის მანერა, შეიძლება - არა,
მაგრამ ვფიქრობ, ვთანხმდებით იმაზე, რომ ის ერთ-ერთი ძლიერი ჟურნალისტია ჩვენს მედია-სივრცეში და მისთვის გადაცემების დახურვა მინიმუმ მეტ განმარტებას მოითხოვს საზოგადოებისთვის.

ვაპირებ ხვალ მივიღო განმარტებები მენეჯმენტისგან, ვგეგმავ ოჯახთან დაკავშირებას. ეს არხი მე ძალიან მიყვარს და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვინ იქნება ამ არხზე და ვინ არა. მნიშვნელოვანია, რომ იმედზე იყოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები. მნიშვნელოვანია, რომ ჩემს კოლეგას აი, ასე არ უხურავდნენ გადაცემას. მოკლედ, წარმატებები ინგას და წარმატებები მეც ამ ყველაფრის გარკვევასა და მოგვარებაში..." - წერს ეკა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
866
თანამედროვე კეკელა და მარო.
12:56 / 06-09-2015
გამოხმაურება / 0 /
KY.
ერთმანეთს აქებენ და ამით ცხოვრობენ, სხვა არაფერი სიკეთე ამ მოაქვთ, პირიქით, საზოგადოების შუაგულში ზიან და რასაც უნდა იმას შთაგონებენ ხალხს, საცოდავი ჩვენი ქვეყანა თავისი ლამაზი ხალხით.
12:53 / 06-09-2015
გამოხმაურება / 0 /
?
ორსულადაა აშკარად. თუ ძველი სურათი არაა
08:15 / 06-09-2015
გამოხმაურება / 0 /
იზი
ეკააა, Eრთი ძალიან ჭკვიანი კაცი მასე არ ფიქრობდA, მე იმ კაცს ვეთანხმები, მით უმეტეს, რომ ის ბენდუქიძე იყო
23:14 / 04-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ფოტო
ამ ფოტოზე ეკა ორსულადაა????
18:30 / 01-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS