29 აგვისტო, 2015
ლევან გვაზავას სკანდალური წარსული გაუხსენეს - რატომ დაჭრა მამუკა ონაშვილი
თავის ახლადშერთულ ცოლს ნინო ორდენიძეს დაბადების დღე გადაუხადა ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი „ფეისბუქზე“ ლევან გვაზავას წარსულს იხსენებს. 

„ლევან გვაზავა!
2007 წელი იყო. მე გაზეთ "ვერსია"-ში ვმუშაობდი. მოხდა ასეთი ფაქტი, ერთ-ერთ რესტორანში ლევან გვაზავამ, თავის ახლადშერთულ ცოლს ნინო ორდენიძეს დაბადების დღე გადაუხადა. თამადა მამუკა ონაშვილი იყო.

გაურკვეველი მიზეზის გამო, მამუკა ონაშვილს მაშინ გვაზავამ, რომელიც ცნობილია, რომ პათოლოგიური სიმთვრალით ხასიათდება, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა ონაშვილს და ფეხში დაჭრა. ეს ფაქტი მაშინ რესტორანში მომუშავე პერსონალმაც დაადასტურა, ონაშვილმა კი საავადმყოფოში ამოყო
თავი. მომხდარზე, ცხადია კომენტარი ლევან გვაზავასაც ვთხოვე, მან კომენტარი არ გააკეთა, მაგრამ მუქარის ტონით შემომითვალა, - სტატია არ დაბეჭდო, თორემ საკადრის პასუხს გაგცემ, მოვდივარ შენთან შესახვედრადო!.

მეც შევუთვალე, კი ბატონო, მოდი გელოდებითქო. გვაზავას მაშინ, ეყო ჭკუა და რედაქციაში ჩემთან შესახვედრად არ მოვიდა, მე კი შევუთვალე, ბატონო ლევან, კარგად დაიმახსოვრეთ, "ტყვია ყოველთვის სხვისკენ არც ისვრის და არც ვარდებათქო". ეს სიტყვები წუხელ ამ ტრაგედის გახმაურების შემდეგ, ერთმა ჩემმა კოლეგამ შემახსენა, რომელიც მაშინ ამ ამბების ეპიცენტრში იდგა და ყველა ფაქტი ახსოვს.

უბრალოდ, ეს ფაქტი იმიტომ გამახსენდა, რომ ზოგიერთი ჩემი კოლეგა, სამარცხვინოდ ლევან გვაზავას დასტირის და მის მიერვე მოკლულ, მისსავე დეიდაშვილს კი უბედურ შემთხვევის მსხვერპლად მოიხსენიებს. მე ვერავის ვერ განვსჯი და არც მაქვს ამის უფლება, მაგრამ, ეს პათოლოგი და ავადმყოფი ადამიანი, რომ ცოცხლად მოსიარულე მკვლელი იყო, ესეც ხომ ფაქტია?!. ცოდოა, რასაკვირველია, საკუთარი სისხლი და ხორცი მოკლა, თუ შემოაკვდა, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი მოკვდა და ის შეეწირა, ერთ გათამამებულ, ცოდვით დამძიმებულ პოლიციის ყოფილ ჩინოვნიკს.

მე პირადად ერთ ჩვეულებრივ ადამიანს, ვთვლი და მიმაჩნია, რომ ლევან გვაზავასნაირმა, მისი სიმთვრალის ტიპის პათოლოგებმა, პოლიციაში არასდროს არ უნდა იმუშაონ! ტიპი ერთ ჭიქა სასმელს, რომ დალევდა, იარაღიდან მუდამ უპრაგუნოდ ისროდა, ახლობლებიც და მეგობრებიც ემალებოდნენ, ეს იცის მთელმა ქალაქმა. ეტყობა, ეს უბედური ვერ დაემალა, თავის პათოლოგ დეიდასშვილს.

ახლა არ დამიწყოთ, ვიღაც-ვიღაცებმა, ქლესებმა და ვაზელინწასმულმა ადამიანებმა, ლიპარტელიანი ტყუის და ლევან გვაზავას კარგი სიმთვრალე ჰქონდაო თორემ, დედა არა გყავთ იცოდეთ, თქვე მართლა გათახსირებულებო, კიდევ ამ ახვარი ადამიანის გადარჩენაზე რომ ფიქრობთ და ფეხებზე რომ გკიდიათ უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე. ხმა ჩაიწყიტეთ ყველამ და თქვენს სიბინძურეებს მიხედეთ გირჩევნიათ, გვაზავა კი თავისაზე აგებს პასუხს.“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
41
ამისთანა პათოლოგებს რომ აძლევენ იარაღს და თანამდებობებს იმიტომ დედა ეტირა ქვეყანას. ამასაც თუ ქვეყანა ჰქვია. ფუი.
16:21 / 01-09-2015
გამოხმაურება / 0 /
777
ნებით მოუვიდა, თუ უნებლიეთ ეს კაცი არის დამნაშავე და მასზე ხელის დაფარება უკადრისი და ქლესური საქციელია. პროკურატურამ მის წინაღმდეგ რატომ არ აღძრა საქმე საინტერესოა.
14:45 / 31-08-2015
გამოხმაურება / 0 /
თბილისი
და ეს კაცი იყო შსს მოადგილე :( რა დავაშავეთ რა ცოდვა გვაქვს ესეთი :(
13:07 / 31-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნენე
ასე "უპრაგონოდ" რომ იღებენ ადამიანებს საჯარო სამსახურში და მითუმეტეს ძალოვან სტრუქტურებში, ამიტომაც გვაქვს ქაოსი ქვეყანაში. ფსიქიურად დაავადებულებს, ნარკომანებს,ლოთებს, სისხლის სამართლის დამნაშვეებს რა უნდად საჯარო სამსახურში და საერთოდ ნებისმეიერ სამსახურებში, ხომ უნდა კონტროლდებოდე ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ყველაფერი კი იმ ყბადაღებული ნეპოტიზმის ბრალია,რომელმაც ასე მძლავრად რომ მოიკიდა ფეხი საქართველოში და ეს არის ევრო-ამერიკული სტანდარტები?
12:01 / 31-08-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფიო
სრული სიმართლეა.. ყველამ ესე უნდა გამოააშკარაოს სიმართლე და იქნებ გვეშველოს რამე!ბრავო ქალბატონო დარეჯან!
11:32 / 30-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS