29 აგვისტო, 2015
ნესტან კირთაძის ქალიშვილი ანა რეხვიაშვილი მურატ ილდირიმთან მორიგ ფოტოსესიას აქვეყნებს
ნესტან კირთაძის ქალიშვილი ანა რეხვიაშვილი ბოლო დროს ხშირად აქვეყნებს ფოტოებს თურქ მსახიობ მურატ ილდირიმთან ერთად. სავარაუდოდ ისინი უკვე კარგი მეგობრები არიან. 

ანა პროფესიით ჟურნალისტია. ამჟამად ევროპულ-ქართული საზოგადოების EUGS--ისა და წარმატებულ ქალთა საერთაშორისო კლუბის ISWC-ის პრეზიდენტია.

„დატვირთული და გრძელი დღის მერე“,  - წერს ანა და სტამბულის ერთ-ერთ რესტორანში მურატ ილდირიმთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. 

მეგობრები ვარაუდობენ, რომ ანა ისეთი ლამაზია, შესაძლოა მალე რომელიმე თურქულ სერიალშიც კი ვიხილოთ. 

Rating
RatingRating
Rating

სალომე დადიანი
ბეჭდვა