28 აგვისტო, 2015
მამულიჩა ქართველ ვარსკვლავებს მოენატრათ - რას წერენ პროდიუსერის „ფეისბუქის“ გვერდზე
გვიჩხუბია, გვიკამათია, მაგრამ ბევრი ძალიან მაგარი დღეები მახსენდება
თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მამულიჩა ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შეძენის ფაქტზე დააკავეს. შოუბიზნესის წარმომადგენლებმა მაშინვე თანადგომა გამოუცხადეს პროდიუსერს. ფეისბუქზე მამულიჩას მხარდამჭერი უამრავი პოსტი დაიწერა. 

აქვეყნებდნენ ფოტოებს, სადაც მამულიჩასთან ერთად არიან გადაღებული. მათ შორისაა მომღერალი ანრი ჯოხაძე. ანრის გამოქვეყნებულმა ფოტომ სოციალური ქსელის მომხმარებელი ცოტათი დააბნია და წერდნენ, უკვე გამოუშვეს და კარგად გამოიყურებაო. 

თუმცა მამულიჩა კვლავ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. 

ციხეში მამა ანთიმოზმა მოინახულა და საზოგადოებას ამცნო, რომ მამულიჩა მაგარ
„დუხზეა“, ყოველდღე ვარჯიშობს და კარგად გამოიყურება. 

მამულიჩასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა მომღერალმა მაია დარსმელიძემაც: 

„ფოტოებს ვათვალიერებდი, ამ ფოტოს წავაწყდი და ვერ გავატარე, არ შემიძლია არ მოგწერო...

გვიჩხუბია, გვიკამათია, მაგრამ ბევრი ძალიან მაგარი დღეები მახსენდება. ერთი საათია ამ ფოტოს ვუყურებ და ნერვები მეშლება, რომ არ ხარ ისე, როგორც გინდა რომ იყო. მჯერა, რომ მალე მოგვარდება ყველაფერი. გამაგრდი მამულიკო“

„მომენატრე და სულ შენი სიცილი ჩამესმის, სულ“, - წერს მსახიობი სოფია სებისკვერაძე. 

„გვიყვარხარ, გვენატრები, შენთან ვართ“, წერენ მამულიჩას ფეისბუქგვერდზე მეგობრები.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
თამუნა
კი ავადაა ნამდვილად ბევრი ფულის შოვნის სენი შეჰყრია საწყალს. და მამა ანთიმოზიც ავადაა. გული მერევა ერზეც და ბერზეც.
17:21 / 28-08-2015
გამოხმაურება / 0 /
maia maia
საქართველოში ნარკოტიკების მოხმარებაზე როდის მიხვდებიან რომ სასჯელი არ უნდა იყოს,გასაყიდად ხომ არ უნდოდა? ავადაა ადამიანი და იჭერენ? დამენანა რათქმაუნდა
15:07 / 28-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS