27 აგვისტო, 2015
ხუჭუჭა მაია ასათიანს ახალი იმიჯის გამო აკრიტიკებენ - „ წარბის ფორმა, დიახ, შეცვლილია...“
იგივე მაიაა, რომელსაც წინა სეზონში ხედავდით ხოლმე ცნობილია, რომ "პროფილი" ეთერში 17 სექტემბერიდან ბრუნდება. თოქ-შოუს წამყვანი მაია ასათიანი კი განსხვავებული, ხუჭუჭა თმით იქნება.

უკვე რამდენიმე დღეა რაც სოციალურ ქსელში მსჯელობენ, მაიას რომელი იმიჯი უფრო უხდება. ზოგს მოეჩვენა რომ მაიამ ზაფხულის განმავლობაში პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა.

ამ აზრის უარსაყოფად, "პროფილის" ფეისბუქის ადმინმა რამდენჯერმე გააკეთა განმარტება:

"2007 წლიდან მოყოლებული არც თვალი, არც ტუჩი და არც ცხვირი და არც ყური, რა თქმა უნდა, არ შეუცვლია. რაც შეეხება კბილებს, ამაზე
მაიამ პროფილშივე ილაპარაკა და არასდროს დაუმალავს, ხოლო წარბის ფორმა, დიახ, შეცვლილია".

"არანაირი ოპერაცია არ გაუკეთებია, მეგობრებო. იგივე მაიაა, რომელსაც წინა სეზონში ხედავდით ხოლმე, უბრალოდ, სულ ოდნავ შეიცვალა იმიჯი"

მაიას ახალი იმიჯი ბევრს მოსწონს, მის ახალ ფოტოებს უამრავი მოწონება აქვს. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც დაუფარავად აკრიტიკებს.

რამდენიმე წუთის წინ "პროფილის" ფეისბუქის გვერდზე ახალი ფოტო აიტვირთა წარწერით:

"ესეც კიდევ ერთი ფოტო მაიას ახალი იმიჯით. თქვენ მოგწონთ, რომ ხშირად იცვლის იმიჯს ჩვენი წამყვანი"?

"ძველი ჯობია, ეს არ მომწონს"

"მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვუყურებ პროფილს, მაინც კარგად მახსოვს მაიას გარეგნობა (გარეგნობა და არა იმიჯი). რა გითხრათ, ამ სურათს რომ შევხედე, ასე ვიტყოდი:

იმედია, ეკრანზე და ეკრანს მიღმა უფრო კარგი იქნება, ვიდრე ამ ფოტოსურათზეა. ეს ჩემი აზრია და იმედია, ამის გამო რუსეთის აგენტად არ გამომაცხადებენ. ისე, ცვლილებების მომხრე ვარ, თუ ეს ცვლილებები რაღაც ხელოვნურ ნიღაბს არ დაემსგავსება. ვუსურვებ წარმატებებს", - ვკითხულობთ მაიას ახალი ფოტოს კომენტარებში.

გთავაზობთ, მაია ასათიანის ფოტოებს ახალი იმიჯით. დასკვნები თავად შეგიძლიათ გააკეთოთ.

RatingRatingRatingRating






სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 35 /
უცნობი
ერთი დიდი მეტეორი დახატავდა ჩვენს დეგრადირებულ საზოგადოებას, რასაცოდავები ვართ, რომ ვერ გავცდით ამ უდონო და სამარცხვინო გადაცემას
14:36 / 03-09-2015
გამოხმაურება / 0 /
მამუკა
რადიო 202 თუ გახსოვთ ?! ზვიო რომ ამბობდა "ძაღლს რო გეხარო" აი ის ფრაზა გამახსენდა ამ ფოტოს დანახვისას ! :)))
12:10 / 03-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ბოტოქსისგან მიმიკა აგარ ეტყობა
კი მაგრამ ვინ ურჩია ეს იმიჯი
10:49 / 03-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ლილე-ს
მაიკოს და დათო კიკალიშვილს დიდი ხანია რომანი ქონდათ და აქ დიდი სიყვარული იყო, ღმერთმა ყველას გაუმარჯოს მის ბედში. ეგ მეც გავიგე რომ დათომ ცოლი მიატოვა და გერმანიში მიდის საცხოვრებლად, რუსთავი2 საც ტოვებსო. ( ცოლზე სხვა არატრადიციული მიმართელებაც გავიგეთ) მიტომაც იყო ეს ბიჭი ბედნიერების ძებნაში მაიკოს კიდე წარმატება ვუსურვოთ
10:33 / 03-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ქრისტი
ყველაზე მეტად ეს იმიჯი მოუხდა. და მაინც მგონია, რომ ცოტა ტუჩის უფრო სქელი აქვს. მოკლედ - ახლა უფრო ლამაზია. პირველად რომ შეიჭრა ძალიან მოკლედ თმა, ის ყველაზე საშინელი იყო
03:04 / 03-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS