24 აგვისტო, 2015
ელენე კალანდაძე: „როგორც კი ბავშვი გულზე დამაწვინეს, ჩემი ცხოვრება სხვანაირი გახდა...“
ლილი ძალიან კარგი ბაიაა ელენე კალანდაძეს თავის პირველ შვილზე ვესაუბრეთ. ლილი 9 თვისაა და მომღერალი იმდენად შეცვალა დედობამ, რომ ბედნიერება სახეზე აწერია.

- როგორც კი ბავშვი გულზე დამაწვინეს, მაშინვე მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება სხვანაირი გახდა და სულ სხვა ამპლუაში აღმოვჩნდი. უცებ შევიცვალე, რა მხრივ, ვერ გეტყვი, უბრალოდ, დედა ელენე გავხდი. ლილი ახლა 9 თვისაა და ჯერ ვერ ვიტყვი, რამდენად მკაცრი ან მეგობრული ვიქნები. ზუსტად ისე ვზრდი შვილს, როგორც ჩაფიქრებული მქონდა.

Rating

- იზიარებ უფროსი თაობის მოსაზრებებს
ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით?
- მართალია, ბავშვებს ადრე სხვანაირად ზრდიდნენ, მაგრამ მთავარი პრინციპი და არსი იგივე რჩება. ლილის დაბადების დღიდან ვცდილობდით, ზედმეტად ხელში არ აგვეყვანა, უმნიშვნელო დეტალებიც კი საინტერესოა. თავიდანვე როგორც მიუდგები ბავშვს, ისე მოგიდგება თვითონაც.

Rating

შესაძლოა, ამის შედეგია, რომ ლილი ძალიან კარგი ბაიაა, მშვიდია და მაძლევს საშუალებას, თავისუფლად გავიდე სახლიდან, გავაკეთო ჩემი საქმეები, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წუთს მაკლია, მენატრება და ჩემი ტვინი სულ მასზეა მომართული.

ციცი ომანიძე
ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
maia maia
ღმერთმა გაგიზარდოს,შვილი დიდი ბედნიერებაააა
17:54 / 25-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS