13 აგვისტო, 2015
''დამპალი სააკაშვილი'' - ნუკი კოშკელიშვილის პოლიტიკურ განცხადებას სკანდალი მოჰყვა
სტატუსი ბევრმა ისევე გაიგო, როგორც ნუკი წერდა ნუკი კოშკელიშვილს ზღვა ძალიან უყვარს და დასასვენებლად  ხშირად ბათუმში ჩადის, რადგან ეს ქალაქი ძალიან უყვარს. რამდენიმე დღის წინ ნუკიმ შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

"დამპალი სააკაშვილი! რას დაამსგავსა ბათუმი, ფაქტობრივად ჩამოართვა ხალხს ქართველობა, მაგას ქართველი კაცი სულელი ეგონა, მეტი საქმე არ აქვს, დაგებულ გზებზე იაროს და კიდევ უარესი ყოველდღე, წყალი რომ მოდის, იბანაოს კიდეც.

იმაზე საუბარი ზედმეტია, რომ ტურისტებით გაძეძგვა ქალაქი და ამდენი ინვესტიციისგან, ვინ იცის ლარი არ გაძვირდებოდა,
კიდევ კარგი ბათუმმა ხმა მისცა ბიძინას! უფასო ფულს და მარგებელ ჭირს გაუმარ.... ჯოს!!!".

სტატუსი ბევრმა ისევე გაიგო, როგორც ნუკი წერდა და სარკაზმი ვერ დაინახა. რამდენიმე საიტმა დაწერა, რომ ნუკი კოშკელიშვილი მიხეილ სააკაშვილს ლანძღავდა.

ამის შემდეგ ნუკიმ კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა და ჟურნალისტებს მიმართა: 

''ძვირფასო კოლეგებო, ჟურნალისტებო, მართალია ვცრუობ, არ ვარ ჟურნალისტი, მაგრამ თქვენც ჟურნალისტამდე ბევრი გიკლიათ. მივმართავ იმ "ჟურნალისტებ"-ს,რომლებმაც, ამ სტატუსში სარკაზმი და ირონია ვერ ამოიკითხეს და ბნელად მიყვნენ ზედაპირს, გამოაქვეყნეს ეს სტატუსი და სათაური გაატარეს "ქოცების" პრიზმაში.

უნდა იყო ბნელი და დამონებული რომ ვერ დაინახო სააკაშვილის ამაგი ბათუმსა და სხვა ქალაქებზე. ის, არც ჩემი მეგობარი, არც ნათესავი, და არც კუმირი არაა. მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც ხედავს და ანსხვავებს შავს თეთრიზგან. ჩემი სარკაზმი ულევი იქნება მანამ, სანამ ულევია სიცრუე, სიშტერე და მატყუარა ოცნებები ჩვენს ქვეყანაში.

სანამ ძალიან გადავუხვევდი კიდევ ერთხელ "ჟურნალისტებ"-ს მივმართავ, გადაამოწმეთ, რას წერთ ან რას აქვეყნებთ, არ არის სირცხვილი იკითხოთ, თუმცა სირცხვილია, ასეთი სულელური სათაურები''.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
მართლა ვაი შენს პატრონს
ქათამი ხარ და შენგან გონიერებას არც ელის ვინმე
12:59 / 05-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ვაი შენს პატრონს
შენ და შენისთანებს, რომ საგულაო ადგილი გაგიკეთათ ამით ეშველა ამ ღატაკ ქვეყანას?. მოსახლეობის რამდენი პროცენტს ააქვს იქ დასვენების შესაძლებლობა??? მართლა ბნელი და შტერი
12:09 / 24-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნუნუ
ნუკიკლიკო ეს "დამპალიც" ჟურნალისტებმა შეგაპარეს თუ შენი სოფლის ორღობის ჭორიკანების ტერმინოლოგიური ლექსიკონიდანაა?
00:43 / 21-08-2015
გამოხმაურება / 0 /
გიო
თავისუფლება ხომ გათავისუფლდი? ჰოდა გაუმარჯოს ქართულ ხალხურ კრიმინალს! გაუმარჯოს დაუსჯელად ქუჩებში მანქანებით ჯირითს! გაუმარჯოს პოლიციის ინდეფერენტულობას! გაუმარჯოს ციხის მაყურებლებსა და ახალგაზრდა ქურდების არმიას საქართველოს მეწარმეებს რომ არეკეტებენ! გაუმარჯოს გაიაფებულ წამალსა და გამდიდრებულ წამლის ბარიგებს! გაუმარჯოს ჩაწყობითა და ნათესაობით გაკეთებულ საქმეებს! გაუმარჯოს არაფრის კეთებას!
13:47 / 20-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
ვინ არის ლამაზი - კოშკელოვა?!!
21:58 / 19-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS