12 აგვისტო, 2015
ნინი ნებიერიძე მილიონერ თემურ უგულავაზე გათხოვდა - სკანდალური სიყვარულის ისტორია
დაახლოებით ერთი თვის წინ, ჟურნალ „რეიტინგში“ გამოქვეყნდა მასალა, სადაც მილიონერ თემურ უგულავას ახალ სიყვარულზე 19 წლის მოდელ ნინი ნებიერიძეზე გიამბობდით.

რამდენიმე ადგილას, სადაც უგულავა ხშირად დადის, ახალგაზრდა გოგონები სპეციალურად სტუმრობდნენ მის გასაცნობად და მოსახიბლად, თუმცა, ამას აზრი აღარ აქვს, რადგან ყველას 19 წლის მოდელმა ნინი ნებიერიძემ ყველას აჯობა.

მაშინ მოდელმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და ჟურნალის გამოსვლის შემდეგ, მისმა მეგობრებმა რედაქციაში დაგვირეკეს პრეტენზიით, რომ ტყუილი დავწერეთ. 

არადა, მასალა რამდენიმე წყაროს ინფორმაციით დაიბეჭდა და
არაერთხელ ვთხოვეთ ნინის, რომ თუ სურვილი ჰქონდა კომენტარი გაეკეთებინა. 

რამდენიმე წუთის წინ ნინიმ სოციალურ ქსელშ თემურ უგულავასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნდა წარწერით -„გავთხოვდი“.

Rating

ნინის მეგობრები ულოცავენ გაბედნიერებას. მათ შორისაა ჟურნალისტი და მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი - „ვაფრენ ეგეთ გათხოვებაზე, გილოცავ“ - წერს ნანუკა.

თუმცა ზოგიერთუ მეგობარი ვერ იჯერებს რომ ნინი მილიონერ თემურ უგულავაზე გათხოვდა. არ მჯერაა, დავიბენი ხუმრობ, თუ მოგილოცო“ -წერს ნანკა კალატოზიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ეს 48 წლის უგულავასთვის მესამე ქორწინებაა. პირველ მეუღელს თეო ფერაძეს, წლების წინ დაშორდა და მასთან ორი შვილი ჰყავს. 

მეორე მეუღლე ბიზნესმენი და მშვენიერი ქალბატონი ბაია დავითაია გახლდათ. მასთან დაშორების შემდეგ უგულავა არაერთ ცნობილ სახესთანაც დააწყვილეს.

თუმცა მილიონერი უგულავას ქორწინებამდე მიყვანა ადვილი არ აღმოჩნდა.

ნინისაც სხვა ქალბატონების ბედს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ 19 წლის მოდელმა ეს მოახერხა და უგულავაზე გათხოვდა.

RatingRatingRating



მილიონერ თემურ უგულავას ახალი სიყვარული 19 წლის მოდელი ნინი ნებიერიძეა – დაქორწინდება თუ არა ცნობილი მექალთანე მესამედ
ბეჭდვა