08 აგვისტო, 2015
ვინ არის მარიამ როინიშვილის ყოფილი ქმრის ახალი შეყვარებული - წყვილის ფოტოსესია
პროფესიით მსახიობებმა მხოლოდ ორჯერ ითამაშეს ერთად
მარიამ ნადირაძე და გიორგი მახარაძე ჯგუფელები არიან. მათი სიყვარულის ამბავი როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, მარიამი ბევრმა გააკრიტიკა, რადგან ჩათვალეს, რომ მან გიორგის და მარიამ როინიშვილის ოჯახი დაანგრია. თუმცა მოგვიანებით მარიამმა ინტერვიუბში გულახდილად ისაუბრა, რომ მან და გიორგიმ ერთმანეთს სხვა თვალით მხოლოდ მაშინ შეხედეს, როცა გიორგი უკვე დიდი ხნის დაშორებული იყო მეუღლეს.

Rating

„სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას არასოდეს ავაგებ“ - ამბობდა მარიამი.

პროფესიით მსახიობებმა მხოლოდ ორჯერ ითამაშეს ერთად, სტუდენტობის დროს და
სპექტაკლში "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ".

Rating

წყვილი ერთად ცხოვრობს და ურთიერთობის ოფიციალურად დაკანონებას ჯერჯერობით არ აპირებენ.

გიორგი ახალ სიყვარულზე ინტერვიუებში საუბარს თავს არიდებს, რადგან ფიქრობს, რომ პირადი ყოველთვის თავისთვის უნდა დაიტოვოს ადამიანმა. 

Rating

მარიამმა „ფეისბუქზე“ ცოტა ხნის წინ მათი ერთობლივი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც კარგად ჩანს წყვილის ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება. 

სალომე დადიანი
ბეჭდვა