08 აგვისტო, 2015
საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოს გამო ატეხილი სკანდალის შემდეგ ნინა სუბლატმა „ფეისბუქი“ გააუქმა
მომღერალმა ნინა სუბლატმა საკუთარ ფეისბუქვერდზე ბოლო სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ პირადი გვერდის დახურვას აპირებს.

"მეგობრებო, ვაპირევ ჩემი პერსონალური პროფილის დახურვას (ანუ რითიც ვწერ), რადგან არაფერშია საჭირო. ვისაც სურვილი გაქვთ თვალ-ყური ადევნოთ ჩემს სიახლეებს შეგიძლიათ გადახვიდეთ მოცემულ ლინკზე, ანუ ჩემს ოფიციალურ გვერდზე, და ვიქნებით ისევ მეგობრები. ეს პროფაილი დაიხურება დღეს საღამოს ასე რომ, არივედერჩი", - წერს სუბლატი.

გუშინ სუბლატმა ანაკლიაში გადაღებული ფოტო გაავრცელა, რასაც უამრავი ცუდი კომენტარი მოჰყვა. სავარაუდოდ სწორედ ამ კომენტარებს შეეწირა ნინას ფეისბუქგვერდი.
ფოტო კი რომელმაც სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ნინამ მოგვიანებით წაშალა. 

სალომე დადიანი 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
რეზი
ნინა, კარგია რომ გაშაყირებენ? აი ესე ექცევი შენ სხვებს , გაიგე გემო?რასაც იმსახურებ ის მიიღე. პაკა.
00:41 / 09-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელი
ეგ რა მითხარი,გოგო,ჰა??? გაწყდება დარდით,ნახევარი საქართველო მაინც....
21:06 / 08-08-2015
გამოხმაურება / 0 /
?
მგონი სამუდამოდ დავკეტო კომპიუტერი.აღAრ შემიძლია ამდენი ყველას მიმართ ლანძღვა-გინების მოსმენა. ნეტა არ შეიძლება ეს კომენტარები რომ გაუქმდეს? ხალხსრაღაც დაემართება ცუდი.
19:40 / 08-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS