04 აგვისტო, 2015
ინგა გრიგოლია საყვარელმა მამაკაცმა დაასაჩუქრა - დაოჯახდება თუ არა მეორედ ჟურნალისტი
საჩუქარმა ინგას მეგობრების აღფრთოვანება გამოიწვია ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში საყვარელი მამაკაცის ნაჩუქარ ყელსაბამის ფოტოს აქვეყნებს.

"დიდი სიყვარული რომ გხვდება ჩამოსვლისთანავე და რომ გაბედნიერებს", - წერს ინგა.

საჩუქარმა ინგას მეგობრების აღფრთოვანება გამოიწვია და კეთილი სურვილებიც არ დაიშურეს. "ღმერთმა მუდამ ბედნიერი და გახარებული გამყოფოთ თქვენს სიყვარულთან ერთად"  - წერენ ჟურნალისტის "ფეისბუქგვერდზე".

ნაჩუქარ ყელსაბამს საქორწინო ბეჭდის ფორმის კულონი აქვს.

Rating

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი წლის წინ ინგა გრიგოლიამ "რეიტინგთან" ინტერვიუში ექსკლუზიურად ისაუბრა, რომ ის შეყვარებული იყო პროფესიით ექიმზე და
მეორედ დაოჯახებას არ გეგმავდა, რადგან თავს ქორწინების გარეშეც არაჩვეულებრივად გრძნობდა. შესაძლოა, საყვარელი მამაკაცის ნაჩუქარმა ჟურნალისტის  გეგმები შეცვალოს და მალე ინგა გრიგოლიას ქორწილი ვიხილოთ.

სალომე დადიანი
ბეჭდვა