02 აგვისტო, 2015
ანიტა რაჭველიშვილი: „თბილისი - ჯოჯოხეთია - თუ ფულს არ მისცემ მანქანის დაჩხაპნით და ათასი საშინელებებით გემუქრებიან!“
სოციალურ ქსელში სკანდალურ განცხადებას ავრცელებს მსოფლოში ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო, რომელიც უკვე წლებია საზღვარგარეთ მოღვაწეობს, სოციალურ ქსელში სკანდალურ განცხადებას ავრცელებს:

ანიტა რაჭველიშვილი: "თბილისი - ჯოჯოხეთია აეროპორტიდან დაწყებული უკვე! ქაოსი, დეზორგანიზაცია, ციგნები თუ ფულს არ მისცემ მანქანის დაჩხაპნით და ათასი საშინელებებით გემუქრებიან! და ვინ არის ნეტა მომხედავი და პატრონი?!

მანქანა მამაჩემმა 45 წუთი ვერ დააყენა. ხალხი რიგში დგას და ამით ფულს აკეთებენ! ჩემოდანს საათნახევარი ველოდებოდი! უზრდელურად გელაპარაკებიან! რომელი ერთი ვთქვა? დიდი მადლობა ასე რომ ზრუნავთ ჩვენზე!!!

მარაზმსაც უნდა
ჰქონდეს საზღვარი! იმისთვის არ გადავწყვიტე საქართველოში დაბრუნება ორი წლის წინ, რომ ახლა ყოველ ნაბიჯზე ვნანობდე ჩადენილს!!! ჯობია ისევ უკან წავიდე!“ - წერს ანიტა.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
თამუნა
ხალხო ნაცები და ქოცები რა შუაშია,ეგ ადამიანი ამბობს ქოცების ბრალია და ნეცები უკეტესები იყვნენო?? რასაც ამბობს რეალობაა და ასე იყო ორი წლის წინაც,ოთხი წლის წინაც ,შვიდი წლის წინაც და ახლაც,მაშინ რაც იყო ,ისაა ახლაც,მაშინაც იყო მანქანების რიგებიც და ბოშების შუა გზაზე,ზრდილობამ თანდატან იკლო სამწუხაროდ და ეს ყველაფერი მისახედია ნამდვილად ქვეყანაში.ერთი კია,ზრუნვა არა მხოლოდ ქალბატონ ანიტას,არამედ საქართველოს ყველა მოქალაქეს და მით უპრო ბავშვებს და ავადმყოფებს სჭირდება.ანუ ქვეყანას კარგა ხანია სჭირდება მართლა მზრუნველი და თავის ერზე შეყვარებული მთავრობა!!!!
22:27 / 04-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ტოტო-ს
პირველივე დაძახებაზე ჩამორბოდნენ!!! ეხლა აღარავინ გამოიქცევა, შედარება არ შეგიძლიათ?
10:23 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მეგი
მიეცა ნაცებს საბაბი. აბა-აბა, ჩაეტოვებინათ ნახევარი საქართველო ციხეში, გაეწყვიტათ ყველა ვისაც ნაცების მიმართ რამე პრეტენზია ჰქონდა, გაეჩუქებინათ ქართული მიწა-წყალი და ხომ იქნებოდა "ევროპა" აქაც
18:54 / 06-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ტოტო
ძალიან ნუ გავაკრიტიკებთ.ცოდოა. საქართველოში უამრავი შესანიშნავი მეცნიერი,პოეტი,მწერალი,მომღერალი,პიანისტი,ექიმი,მხატვარი,ბალეტის მოცეკვავე ... აღიზარდა. პირველივე დაძახებაზე ჩამოდიან და თავის ქვეყანას ესიყვარულებიან. ჩვენი ყველასა სჯობს. ამან კარმენი იმღერა და არ იცის,რომ კარმენი ბოშაა.ეგ ბოშას არიას მღერის და ფულს ისე შოულობს,ჩვენთან ბოშები მათხოვრობენ.საბოლოო ჯამში ორივე მაინც ბოშები არიან.
21:48 / 05-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მანჩო
ნატალი --ს მინდა მივმართო--- იცი რას გეტყვი ჩემო კარგო? მონები ვართ ახლა, თორემ წინა საუკუნეში სსრკ კი ვიყავით, მაგრამ მონები არასოდეს ვყოფილვართ, ქართველები თავზე ბუზსაც არ ვისვამდით, ახლა კი წინა მთავრობაც თავზე გვეჯდა, ახლანდელი და ყოფილი გვაზის და ამას გარდა ევროპა და ამერიკა. ყველანი ჩვენი ბატონები არიან და ბოდიში და მაგათ გარეშე ერთი ადგილი ვერ გაგვინძრევია, ეს რას იტყვის, ის რას იტყვის.... უცხოენაზე ლაპარაკი და სიმღერა რომ უფრო პრესტიჯულია ვიდრე მშობლიური, რაზეა ლაპარაკი? ელემენტარულად ინგლისური თუ არ იცი, შეიძლება დამლაგებლადაც არავინ მიგიღოს სამსახურში და ადრე აბა ვინმეს გაებედა და რუსულის არ ცოდნის გამო სამსახურში არ მიეღო ვინმე.
20:20 / 05-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS