31 ივლისი, 2015
ლიკა ლაბაძემ ამერიკაში იტალიელი სიყვარული იპოვა - ვისზე დაინიშნა ჟურნალისტი
ჯუზეპე ლიკასთან ერთად სწავლობს ნიუ-ორკში, წარმოშობით იტალიელია დაახლოებით ერთი წლის წინ ლიკა ლაბაძე ნიუ-იორკის დრამატული ხელოვნების, კინოსა და ტელევიზიის კონსერვატორიაში წავიდა სასწავლებლად. ხშირად წერდნენ, რომ ლიკას სილამაზე დააკლდა ქართულ ტელევიზიას. 

რამდენიმე დღის წინ ლიკა საქართველოში ჩამოვიდა. ''იმედის დილის'' ეთერში სტუმრად მიიწვიეს, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში იყო წამყვანი და გაამხილა, რომ ამერიკაში თავისი ცხოვრების სიყვარულს შეხვდა. ''ამერიკაში წასვლა იმიტომ ღირდა, რომ ჯუზეპეს შევხდი'', - აღნიშნა ლიკამ. 

ჯუზეპე ლიკასთან ერთად სწავლობს ნიუ-ორკში, წარმოშობით იტალიელია.  სასწავლებელში ჩასვლა  ერთი
კვირით დააგვიანდა. აუდიტორიაში რომ შევიდა, მაშინვე მიიქცია სასიამოვნო ღიმილით ყველას ყურადღება. მათ შორის იყო ლიკაც.

Rating

წარმოშობით იტალიელი ჯუზეპე საფრანგეთში სწავლობდა. პროფესიით ინჟინერია, პარალელურად
16 წლიდან იყო მსახიობი და მოდელი. შარშან გადაწყვიტა ძალები ამერიკულ კინო ინდუსტრიაშიც მოესინჯა.

Rating
ლიკა და ჯუზეპე მალე დამეგობრდნენ, მაგრამ ოთხი თვის შემდეგ მიხვდნენ, რომ მათ შორის მეგობრობაზე უფრო მეტი ხდებოდა.

ჯუზეპემ ლიკა მიუზიკლ ''ჩიკაგოზე'' დაპატიჟა. როდესაც დარბაზში ისხდნენ, მაშინ მიხვდა ორივე, ერთმანეთი მოსწონდათ.
Rating
ლიკა და ჯუზეპე დანიშნულები არიან. ლიკა ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია და იმედი აქვს, რომ მთელი ცხოვრება მასთან გაატარებს.

ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, რომელ ქვეყანაში იცხოვრებენ, მხოლოდ ის იციან, რომ ერთად ყოფნა ძალიან უნდათ. 

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
anabelle
ვაუ მაგარი წყვილია
03:02 / 10-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ციცინო
დზალიან კარგი წკვილია გმერტმა აბედნიეროთ
19:30 / 09-08-2015
გამოხმაურება / 0 /
maia maia
მომეწონა ეს წყვილი,რა ლამაზები არიან,კარგია თუ მათი ურთიერთობა ქორწინებით დასრულდება
16:14 / 08-08-2015
გამოხმაურება / 0 /
სარა
ლიკა, რა ძალა გადგა........
04:13 / 08-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ირ ინა
პასტა,გეთანხმები,მარტო უნდო და თავქარიანი კიარა მაგარი ძუნწებიც არიან ყველაფერთან ერთად. .
02:55 / 06-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS