28 ივლისი, 2015
კრისტი ყიფშიძის ქალიშვილი შავი ზღვის სანაპიროზე მომხდარი ძარცვის შესახებ წერს...
შავი ზღვის სანაპიროზე მომხდარ საშინელ ამბავს შეესწრო ნატალია ყიფშიძეს ბოლო დროს, დედას, კრისტი ყიფშიძეს ძალიან ამსგავსებენ და წარმატებულ სამოდელო კარიერასაც უწინასწარმეტყველებენ.

ბოლო დროს ნატალია მამასთან, მამიდასთან და ძმასთან ერთად ბათუმსა და ურეკში ისვენებს. რამდენიმე საათის წინ კი შავი ზღვის სანაპიროზე მომხდარ საშინელ ამბავს შეესწრო და ამის შესახებ სოციალურ ქსელში აღშფოთებულმა დაწერა:

''ვაჟკაცობა დაიკარგა. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება გაძარცვო ორი ქალი შვილებთან ერთად? ვერ ვფიქრობ, თუ როგორ უნდა ადგეს კაცი, შეუშვას გაზი დასასვენებლად წამოსულ ხალხთან სახლში.
შევიდეს წაიღოს ყველანაირი ტექნიკა და პლუს მანქანა გაუტეხოს.

საქართველოში ასეთი რამ თუ მოხდებოდა, მართლა არ მეგონა'' - წერს ნატალია.

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS