28 ივლისი, 2015
სოფო ბედია: ''ჩემი გამარჯვება რეალური იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა''
პროექტები მთავრდება და ცხოვრება გრძელდება პროექტი ''ერთი ერთში'' დამთავრდა, თუმცა დღემდე საუბობენ, რომ გამარჯვებულ თაკო გაჩეჩილაძეს დანარჩენმა მონაწილეებმა გამარჯვება არ მიულოცეს. ოთო ნემსაძემ თქვა, რომ გამარჯვება მიულოცვა თაკოს თუმცა მერე იმის გამო რომ ძალიან ცუდი გარემო იყო პროექტში, სცენაზე ყოფნა აღარ მოუნდა. ვესაუბრეთ სოფო ბედიას, რომელიც პროექტში მესამე ადგილზე გავიდა და 20 ათასი ლარი მოიგო. თაკოს პრეტენზიის შესახებ მომღერალს ვკითხეთ რას უპასუხებდა.

- თაკო გულდაწყვეტილია. არავინ მომილოცა გამარჯვებაო? ოთო ნემსაძემ თქვა, რომ მიულოცა და ეს კადრებიდანაც ჩანს. შენ ამასთან დაკავშირებით არაფერი გითქვამს. რა
მოხდა რეალურად, რატომ იყო პროექტში ასეთი დაძაბული სიტუაცია?
- როგორც კი გამოაცხადეს, გამარჯვებული თაკო იყო, ავდექი, ჩავეხუტე და მივულოცე. ის ისეთი ბედნიერი იყო ალბათ არ ახსოვს! მე გულით მივულოცე! პირადად არავისთან არ მქონია დაძაბულობა! ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს!

ყველას გვინდოდა გამარჯვევა! მათ შორის მეც და ამისთვის ვიყავი შემზადებული. ცხრა კონცერტის ლიდერი ვიყავი და ძალიან რეალური იქნებოდა, ჩემი გამარჯვევა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

იმ მომენტში ნამდვილად დამწყდა გული ჩემ თავზე, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს! პროექტები მთავრდება და ცხოვრება გრძელდება, ასე რომ მე თაკოს ყოველთვის გამარჯვებას ვუსურვებ ყველგან და ყველაფერში.

- მოგებულ თანხას რაში გამოიყენებ?
- მოგებული თანხა არის 20000 ლარი. 20 პროცენტის დაქვითვის შემთხვევაში ხელზე ავიღებ 16000. ჯერ არ ამიღია! ბანკის ვალი მაქვს და რაღაც ნაწილს შევიტან.

მერი კობიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 35 /
გიო
გასკდით გულზე სოფოს ხალხი, თაკო ჯობია 100 თავით და საერთოდ გვერდითაც ვერ დავუყენებ თაკოს, სოფომ ნაყიდი კარტებით აპირებდა გამარჯვებას , მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, ეს გოიმიც რომ ედრება თაკოს რატო ჰაჰაჰჰაჰჰაჰ
19:53 / 09-10-2015
გამოხმაურება / 0 /
სახელი
ერთიდაიგივე მომღერალი ყველა არხზე ყველა კონკურსში ყელში არ ამოვიდა? :)) მე ასე ვგრძნობ კაი ხანია ))
13:11 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ამთაკოს ღვარძლმა ხო გააჭირა საქმე, ნიჭი ერთია, მაგრამ ბოღმას არ უნდა ანთხევდე რაა...
08:19 / 07-08-2015
გამოხმაურება / 0 /
sano
რა გააჭირეთ საქმე დღეს ყველა მღერის! აი ფეხბურთს კი ვერავინ თამაშობს!ხოდა მოვრჩეთ რასიც მაგრები ვართ კონკურსების მოწყობას!დავიწყოთ ფეხბურთში კონკურსი!!!
16:36 / 06-08-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფა
თაკოს მხოლოდ ერთმა ნომერმა აჩვენა რომ ის ღირსი იყო გამარჯვების.დოლინა კაკულია და ნანი მეც გამომივა რაგაც რომ მოვინდომო:)))ძლიერი ნომერი არის ის რომელიც ვოკალურად რთული შესასრულებელია და უნაკლოდ იმღერებ.
11:58 / 05-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS