27 ივლისი, 2015
გიგი დედალამაზიშვილი და მარინა კარპი გოგონას მშობლები გახდებიან
სახლში დაბრუნებულმა წყვილმა ტორტი გაჭრა
მომღერალ გიგი დედალამაზიშვილის და მარინა კარპის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა, პირველ შვილს ელოდებიან.

მარინამ უკრაინის კლინიკაში ექოსკოპიური გამოკვლევა ჩაიტარა. ცნობილია ბავშვის სქესი.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიგის დედის, ციცი ფალავანდიშვილის მიერ გაზიარებული ვიდეოდან შევიტყვეთ.

გიგის და მარინას კლინიკიდან ტორტი გამოატანეს, რომლის შიგთავსის ფერიც პატარას სქესს ატყობინებს. ცისფერი კრემი ბიჭს მიგვანიშნებს, ვარდისფერი კი გოგოს.

სახლში დაბრუნებულმა წყვილმა ტორტი გაჭრა. კრემი ვარდისფერი იყო და გიგიმ გახარებულმა წამოიძახა "გოგონა" და მარინას გადაეხვია.

ციცი ფალავანდიშვილმა
ამჯერად ფეხმძიმე რძლის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით, "ჩემი მარინა სიხარულის მოლოდინში".


Rating


ბეჭდვა