27 ივლისი, 2015
გიგი დედალამაზიშვილი და მარინა კარპი გოგონას მშობლები გახდებიან
სახლში დაბრუნებულმა წყვილმა ტორტი გაჭრა
მომღერალ გიგი დედალამაზიშვილის და მარინა კარპის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა, პირველ შვილს ელოდებიან.

მარინამ უკრაინის კლინიკაში ექოსკოპიური გამოკვლევა ჩაიტარა. ცნობილია ბავშვის სქესი.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიგის დედის, ციცი ფალავანდიშვილის მიერ გაზიარებული ვიდეოდან შევიტყვეთ.

გიგის და მარინას კლინიკიდან ტორტი გამოატანეს, რომლის შიგთავსის ფერიც პატარას სქესს ატყობინებს. ცისფერი კრემი ბიჭს მიგვანიშნებს, ვარდისფერი კი გოგოს.

სახლში დაბრუნებულმა წყვილმა ტორტი გაჭრა. კრემი ვარდისფერი იყო და გიგიმ გახარებულმა წამოიძახა "გოგონა" და მარინას გადაეხვია.

ციცი ფალავანდიშვილმა
ამჯერად ფეხმძიმე რძლის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით, "ჩემი მარინა სიხარულის მოლოდინში".


Rating


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
ელენე
ვგიჟდები ამ გოგოზე ისე მომწონს
13:01 / 06-08-2015
გამოხმაურება / 0 /
:)
"მერე რა რომ უკრაინელია" მომეწონა.
23:28 / 05-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელა დ.
ძალიან საყვარელი წყვილია1 მოშენდით და მომრავლდით! დედამთილიც საოცრება ქალია, მოკლედ, შედგა რძალ-დედამთილის ტანდემი.
16:04 / 04-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
თვითონ ,გიგიც ძალიან საყვარელი ბიჭია,უკეთილშობილესი,ყოველთვის პოზიტივის მატარებელი!გაუმართლა მარინას ,ასეთი ოჯახი რომ შეხვდა,,, კარგად -შეხვდნენ და კარგადაც -შეიფერა,ყოჩაღ!
03:42 / 04-08-2015
გამოხმაურება / 0 /
კატო
ბევრ ქართველს ენაცვალოს ეს გოგო,ძალიან მაგარია და საოცრად პოზიტიური, როგორცცდილობს ქართულად საუბარს და მომენტს არ უშვებს ხელიდან თუ რამ იცის ქართულად თქვას, ისიც ბევრს ნიშნავს რომ უკვე კარგად ესმის.
16:45 / 03-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS