23 ივლისი, 2015
რატომ დაშორდა ლალი მოროშკინა მესამე ქმარს - ''ეს ჩემი ცხოვრების ტრაგედიაა''
როგორც ჩანს, მე არ გამოვდექი იმდენად ძლიერი, რომ ეს ორი ჭაპანი ერთად მეზიდა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ქმარს, ირაკლი ჯაფარიძეს დაშორდა. 20 ივლისიდან წყვილი ოფიციალური ცოლ-ქმარი აღარაა. ლალი მოროშკინამ ამ თემასთან დაკავშირებით ექსკლუზიურად "ინფო 9"-თან ისაუბრა.

"20 ივლისს გავაწერეთ ხელი და ოფიციალურ ქორწინებაში აღარ ვიმყოფებით. ძალიან მტკივა და ძალიან მიმძიმს ამ თემაზე საუბარი. შესაბამისად, თავს ვიკავებ დანარჩენი კომენტარებისგან.

ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებული კარიერა და ოჯახი პარალელურ რეჟიმში მხოლოდ ძალიან ძლიერი ქალების ხვედრია ან
როგორც ჩანს, მე არ გამოვდექი იმდენად ძლიერი, რომ ეს ორი ჭაპანი ერთად მეზიდა - ოჯახიც და კარიერაც.

ზედმეტად დაკავებული ცოლი არცერთ ქმარს არ მოსწონს და როგორც ჩანს, მერე უკვე სხვა პროცესები იწყება მის ცხოვრებაში. მე მას წარმატებას ვუსურვებ. ჩვენი თანაცხოვრების ორ წელიწადში ბევრი კარგი რამ იყო. მე შევეცდები, ამ სტრესიდან გამოვიდე, იმიტომ, რომ ჩემთვის ეს ნამდვილად დიდი სტრესია.

დაშორების გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ. თავდაპირველად, მე მივიღე და ცხადია, ჩემს მიღებულ გადაწყვეტილებაზე უარის თქმა აღარ გამოვიდოდა".

ლალი მოროშკინას თქმით, მისთვის ეს არის ცხოვრების ტრაგედია.

ლალი მოროშკინა მძიმე მდგომარეობაშია. თუმცა ამბობს, რომ ღირსეულად შეხვდება მის ცხოვრებაში მომხდარ ამბავს. ჟურნალისტებს სთხოვს თავი შეიკავონ ამ ამბით ზედმეტად დაინტერესებისგან.

"მძიმე მდგომარეობაში ვარ. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავდა და მარტივი ამბავია. ძალიან რთულია. ძალიან მძიმეა. მე არც ისეთ ასაკში ვარ და არც იმ მდგომარეობაში, რომ შემეძლოს ყურადღების გადატანა რაღაც ფერად-ფერად ამბებზე. შესაბამისად, ეს ჩემთვის არის ცხოვრების ტრაგედია.

ლალი მოროშკინა და ირაკლი ჯაფარიძე ორი წლის წინ დაქორწინდნენ. ეს მოროშკინასთვის მესამე ქორწინება იყო.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
სანო
რა დროს ივლისია ???აპრილია გარეთ
02:20 / 12-04-2019
გამოხმაურება / 0 /
ე.ი პრობლემა უკვე თვითონ ქალშია...
13:23 / 27-07-2015
გამოხმაურება / 0 /
nestan111
ცუდია
00:59 / 27-07-2015
გამოხმაურება / 0 /
აბცდეფგ
აუ,ეს რა გავიგე:)))))))))))რაღადროს მოროშკინაა, აღად დაუმთავრდა მოხმარების ვადა ამ ქალს?:)))
13:57 / 26-07-2015
გამოხმაურება / 0 /
შენ ცოლად რომ მობიყვანს,იმას ცხოვრეგაში რაზე უნდა ქონდეს პრეტნზია....
თუ არ ვცდები ამ კაცთან ციხეში მოაწერა ხელი... ხოდა რას ერჩით, ციხიდანაც დროზე გამოვიდა და კაი პოეზდკაც დაურტყა ევროპაში, ეხლა გაძღა ეს კაცი და რას ერჩით. ჩემმა მტერმა უყურა მოროშკინას მთელი ცხოვრება.
01:36 / 26-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS