21 ივლისი, 2015
თაკო მელიქიშვილი მეორე ბავშვს ელოდება? - „ექიმებთან ხშირად მქონდა ვიზიტი...“
ამბობენ, თაკოს და იმედას რეალურ ცხოვრებაშიც უყვართ ერთმანეთი რადიო წაყვანმა თაკო მელიქიშვილმა ცოტა ხნის წინ კლიპი გადაიღო. ''ნუ მეტყვი'' ასე ჰქვია, სიმღერას, რომელმაც თაკოს მეგობრების დიდი მოწონება დაიმსახურა. კლიპში თაკოს შეყვარებულს ახმეტელის თეატრის მსახიობი იმედა ნატროშვილი თამაშობს.

ამბობენ, თაკოს და იმედას რეალურ ცხოვრებაშიც უყვართ ერთმანეთი და ბავშვს ელოდებიანო. თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო წყვილი ერთად ჯერ არ ცხოვრობს. თაკოს მის ცხოვრებაში მომხდარ სიახლეებზე ვესაუბრეთ. 

- ქართულ შოუბიზნესის წარმომადგენლები კლიპებით აღარ გვანებივრებენ. შენ როგორ მოახერხე ამ ნაბიჯის
გადადგმა? 
- ძალიან დიდი ხანია, ვმღერი. ახლა პირველად მომეცა საშუალება, კლიპი გადამეღო. სიმღერა ჩემთვის დაწერა ცირა ბზიშვილმა. მისი მეუღლე ზურა ციციშვილი  კლიპმეიკერია და ცირას გაუჩნდა იდეა, ზურას გადაეღო კლიპი. ეს ჩემთვის დიდი ფუფუნება იყო და ყველაფერი კარგად რომ დამთავრდა, ძალიან ბედნიერი ვარ. ''ნუ მეტყვი'' ჩემი პირველი სერიოზული ნამუშევარია.

- კიდევ მეორე კარგი ამბავი ვიცით შენს შესახებ. როგორც ვიცი, მალე მეორედ გახდები დედა.
- ასეთი ჭორი ჩემს შესახებ მეც გავიგე. წონაში მომატებული ვარ და გარკვეული პრობლემები მქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ექიმებთან ხშირად მქონდა ვიზიტი, და საუბრობდნენ რომ ფეხმძიმედ ვარ.

- ამბობენ, რომ შეყვარებული იმედა ნატროშვილია, რომელიც კლიპში მონაწილეობს და რომ ბავშვს მისგან ელოდები.
- იმედა ჩემი ძალიან ახლო მეგობარია და კარგი ურთიუერთობა გვაქვს, მაგრამ მეტს ვერაფერს გეტყვი...
როგორც ჩანს, შეყვარებული ადამიანის თამაში კარგად გამომივიდა...

ერთი შვილი მყავს გოგონა, 12 წლის ლიზი. რომელიც ყველაზე მეტად ელოდებოდა, კლიპის გამოსვლას. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მეორე შვილი მყავდეს და როცა ეს მოხდება, ამ ფაქტით უბედნიერესი ვიქნები.

- როგორც ვხვდები, ამ ეტაპზე პირად ცხოვრებაზე საუბარი არ გინდა.
- პირადზე მირჩევნია, ამ ეტაპზე არ ვისაუბრო.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS