20 ივლისი, 2015
ლელა წურწუმიას მეუღლე მოენატრა - პირველი აღიარებითი კომენტარი და ახლობლების თანადგომა „ინსტაგრამზე“
მომღერალი, თავიდან არ ადასტურებდა, რომ მისი მეუღლე იყო დაკავებული
მომღერალი ლელა წურწუმია ქმრის, კახა მამულაშვილის დაკავებას რამდენიმე წუთის წინ პირველად გამოეხმაურა. მიყვარხარ და მენატრები, დაწერა ''ინსტაგრამზე'' და მამულჩასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

მომღერალი, თავიდან არ ადასტურებდა, რომ მისი მეუღლე იყო დაკავებული, თუმცა მედიაში უკვე ღიად წერენ, რომ დაკავებული ნამდვილად მამულიჩაა და ლელამაც როგორც ჩანს, პირველი აღიარება „ინსტაგრამის“ საშუალებით გააკეთა.

მომღრალს ''ინსტაგრამზე'' მეგობრები ამხნევებენ.

ზალიკო ბერგერი: ''ყველაფერი კარგად იქნება''.

მირანდა მირიანაშვილი: ''ლელა, ჩემო საყვარელო, თქვენთან ვარ,
მიყვარხართ''.

ელზა ლიპარტელიანი: გამაგრდით, თქვენი მხარდაჭერა სჭირდება ახლა ყველაზე მეტად.

ეკუნა ეკა: თქვენნაირ კეთილ და თბილ ადამიანს ღმერთი არ გასწირავს, ყველაფერი კარგად იქნება. მიყვარხართ''.

სალომე დადიანი
ბეჭდვა