15 ივლისი, 2015
მარიტა როხვაძე ილო ბეროშვილის მიერ გაკეთებულ მასაჟზე კომენტარს აკეთებს - „ყველაზე მეტად მე შევინარჩუნე ნერვები...“
ყველა ადამიანი გამოხატვის სხვადასხვა ფორმას ირჩევს გუშინ მუსიკალურ კონკურსს „ერთი ერთშის“ ფინალი შედგა. პროექტი მთელი სეზონის მანძილზე სკანდალების ფონზე მიმდინარეობდა. პირველი ადგილი თაკო გაჩეჩილაძეს ერგო, მეორეზე ოთო ნემსაძე, მესამეზე სოფო ბედია და მეოთე ადგილზე კი მარიტა როხვაძე გავიდა. მარიტას შოუს დამთავრების მეორე დღეს ვესაუბრეთ.

- დამთავრადა პროექტი „ერთი ერთში“ , პრიზი საკმაოდ კარგი მიიღე - 10 ათასი ლარი, თუმცა მეოთხე ადგილზე გახვედი. როგორ ფიქრობ, ხომ არ დაიჩაგრე?
- პირველ რიგში ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა
გადავუხადო გვერდში დგომისთვის და ვინც ერთი მესიჯი მაინც გამომიგზავნა. არც ერთი თეთრი ჩემი ჯიბიდან არ დამიხარჯავს. მთავარი ადამიანების სიყვარულია ჩემთვის, რომელიც უამრავი მივიღე. მეოთხე ადგილზე რომ გავედი, ნამდვილად არ მწყდება გული. ცუდი პრიზი ნამდვილად არ შემხვედრია. ათი ათასი ლარი მოვიგე, რომელიც დღესვე დაჯდება ანგარიშზე და გავინაღდებ.

- რაში დახარჯავ ფულს უკვე გადაწყვეტილი.
- არ გადამიწყვეტია, მაგრამ ალბათ ცოტა ხნით სადმე წავალ დასასვენებლად.

- ბოლო ნომრის წინ სიუჟეტში, რომელიც აუზზე იყო გადაღებული ილო ბეროშვილმა დაგიმესიჯა და მასაჟსაც გიკეთებდა.
- ილო მგულშემატკივრობდა. ძალიან მიყვარს ეს ადამიანი და დიდ პატივს ვცემ. დუტაც ნებისმიერ პროექტში მგულშემატკივრობს. აბსოლუტურად ყველას მინდა, ვუთხრა. მადლობა შენც, რომ ახლა მირეკავ და ჩემი განწყობით დაინტერესდი. გავიღვიძე ძალიან მაგარ ხასიათზე და  პოზიტიურ განწყობაზე ვარ.

- სკანდალური „ერთი ერთში“ გამოვიდა. ზურა მანჯავიძემ პროექტი დატოვა, ივანა მელაიც განაწყენდა ჟიურიზე...
- ყველა ადამიანი გამოხატვის სხვადასხვა ფორმას ირჩევს. ზოგი წყნარად იღებს ნებისმიერ სიახლეს და ზოგი ძალიან ემოციურია. ადამიანებს შორის დაძაბულობა, არ მგონია, სწორი იყოს, მით უფრო როცა ამხელა პროექტში იღებ მონაწილეობას. უნდა იყო მშვიდი და გაწონასწორებული. ყველაზე პატარა ვიყავი და ყველაზე მეტად მე შევინარჩუნე ნერვები. პროექტი როცა დასასრულისკენ მიდიოდა, ელემენტარულ რაღაცაზეც კი ხმამაღლა და დაძაბულები საუბრობდნენ. ეს არის შოუ, სადაც შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გააკეთო. პირადად მე ვფიქრობ, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი დავდე. ბოლო ძალიან მაგარი და რთული ნომერი მქონდა. ლაიზა მინელის სიმღერას რომ ვასრულებდი, გული მისკდებოდა, სკამიდან არ ჩამოვვარდე-მეთქი. ხდება ხოლმე მსგავსი სკანდალები შოუებში, სადაც მესიჯებზეა ბევრი რამ დამოკიდებული. კიდევ ერთ პროექტში დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, ესაა „ცეკვავენ ვარსკვლავები“ . ვგიჟდები ამ პროექტზე და იმედია, რომ კიდევ ერთხელ დამიდგებიან გვერდში ჩემი მსმენელები და დამიმესიჯებენ.

მერი კობიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
სარა
და რა იყო ეხლა ეგ მასაჟი, რაში გჭირდებოდა, თანაც ილოსგან.
04:51 / 23-07-2015
გამოხმაურება / 0 /
212
მიხარია, რომ მეგრელი არ გავიდა პირველ ადგილზე. წაგვლეკეს რა ამათ! :( ცუდი გაგებით მოვლენაა ეს ხალხი :(
16:21 / 20-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინის
სოფო ბედიამ სწორედ რომ მესამე ადგილი აიღო :)
11:13 / 20-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ვფიქრობ ბედია დაიცჰაგრა,მინიმუმ მესამე ადგილი უნდა აეგო.მაგრამ ეს სჰოუა და რას იზამ.ბედია იყო ყველაზე უკეტესიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
14:33 / 16-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ძალიან კარგი ადამიანია მარიტა,სწორად და თავდაჭერილად საუბრობს,არავის აყენებს შეურაცხყოფას და ეს დასაფასებელია,სხვებს ნამდვილად არ ჰგავს! წარმატებას ვუსურვენ ყველგან, საითაც კი ფეხს გადაადგემს,იმსახურებს ნამდვილად!
12:57 / 16-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS