14 ივლისი, 2015
ნინი გოგიჩაიშვილის დაკლებული კილოგრამების და სილამაზის საიდუმლო - „გვიან ღამით ვიწყებ ჭამას...“
გვიან ღამით ვიწყებ ჭამას და ხშირ შემთხვევაში შოკოლადზეც არ ვამბობ უარს მოდელი ნინი გოგიჩაიშვილი ტელეკომპანია ''ჯი დი ეს''-ზე ''ბინა 18''-ში მუშაობს. ზედმეტი წონა არასდროს აწუხებდა, მისი გარეგნობით ყოველთვის აღფრთოვანებულები იყვნენ, თუმცა ბოლო დროს გადაწყვიტა, რამდენიმე კილოგრამს დამშვიდობებოდა და მიზანს მიაღწია კიდეც.

Rating

- ნინი, რას აკეთებ იმისთვის, რომ ასე კარგად გამოიყურებოდე?
- დიეტაზე არასდროს ვყოფილვარ, ამ საკითხში ნებისყოფა საერთოდ არ მაქვს. მიყვარს გემრიელად ჭამა. სამაგიეროდ ვარჯიში არ მეზარება. კვირაში 4-5 დღე სისტემატურად ვვარჯიშობ, რომლის წყალობითაც ბოლო დროს სამი
კილო დავიკელი.

Rating

- დღეში რამდენ დროს უთმობ ვარჯიშს?
- ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს. საღაამოობით ვიწყებ ვარჯიშს და სატრენაჟორო დარბაზში დიდ დროს ვატარებ. გვიან ღამით ვიწყებ ჭამას და ხშირ შემთხვევაში შოკოლადზეც არ ვამბობ უარს.

Rating










- არ გიფიქრია, წონის შენარჩუნებისთვის კვებითაც შეგეწყო ხელი?
- ზოგადად როდესაც ვარჯიშობ, სწორ კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რასაც მხოლოდ ვარჯიშით სამ თვეში მიაღწევ, იგივე შედეგი კვებით და ვარჯიშით ორ კვირაში შეგიძლია, მიიღო. ვარჯიშით რომ გავხდი და შედეგს ვხედავ, კვებას ყურადღებას აღარ ვაქცევ. ვცდილობ, დიდი რაოდენობით წყალი მივიღო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველანაირად ვცდილობ, დღეში ორი ლიტრი წყალი დავლიო.

- ამ ყველაფრის პარალელურად როგორც ვიცი, მუშაობ.
- ვმუშაობ და ვსწავლობ. ეს ყველაფერი ვარჯისში ხელს არ მიშლის.

- გოგონებს გახდომის და კარგ ფორმაში ყოფნის სტიმულს, ხშირ შემთხვევაში სიყვარული აძლევს ხოლმე და შენც სიყვარულმა ხომ არ გადაგაწყვეტინა, წონაში დაკლება, მით უფრო რომ ზედმეტი წონა არ გაწუხებდა.
- წონის პრობლემა არასდროს არ მქონია, გენეტიკურად მერგო სიგამხდრე. ოჯახში ყველა გამხდარია. ძალიან სპორტულ ოჯახში გავიზარდე. დედა პროფესიონალი მოცურავეა, ბაბუა ტანმოვარჯიშე იყო და მამა- მორაგბე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე სპორტი ბავშვობიდან ძალიან მიყვარს. ჩემს ოჯახში ძალიან კრიტიკულები არიან. გარშემომყოფები თუ კომპლიმენტებს გვეუბნებიან, ოჯახის წევრებისგან კომპლიმენტის მიღება ძალიან დიდი იშვიათობაა. ამიტომ, ვცდილობ, სულ ფორმაში ვიყო.

Rating








- ანუ ამ შემთხვევაში სიყვარული არაფერ შუაშია...
- (იცინის) ნუ, რა ვიცი.

- ვარჯიშში და, ნანუკა გოგიჩაიშვილიც აიყოლიე.
- ნანუკაც ყოველთვის ვარჯიშობდა. უბრალოდ სხვადასხვა დარბაზებში ვიყავით. ახლა ავიყოლიე ერთად ვვარჯიშობთ.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
მაიკო
ვაი,თქვენს პატრონებს!!!აშკარად დაკარგული გაქვთ ამ ჟურნალისტადწოდებულებს მშვენიერზე,ლამაზზე აღქმა!!!ყველას ლამაზს და ულამაზეესს როგორ უწოდებთ...მაშ,მშვენიერი და ლამაზი ვინღაა?!
14:13 / 21-07-2015
გამოხმაურება / 0 /
კლინიკა
მოკლედ რავა ყველა კეხიანები ყოფილან წარსულში ბანძელაძესავით.ძირს კეხებიიიი.გაუმარჯოს პლასტიკურ ქირურგიას
08:49 / 19-07-2015
გამოხმაურება / 0 /
კიჯოს
კი გაკეთებული აქვს ცხვირი. ადრე ნანუკაზე იყო გადაცემა, და იქ გამოჩდა, კაი კეხიანი ცხვირი ჰქონდა. ახლა გალამაზებულა, არ ეტყობა გაკეთებული რომ აქვს. დასაც ჯობს ბევრად
21:47 / 18-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მიკაელ
როგორ მევასება ჭორფლმკერდიანი გოგონები. ტემპერამენტიან სამხრეთ ამერიკელებს მაგონებენ.
18:25 / 17-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
რას დავადებდი აგურს აგურზე და მშვენიერ ვაჟკაცს ვაჩუქებდით სამშობლოს. მაგრამ ახლა იმას ვფიქრობ, რომელ აგურს დავადო!!!! არც ერთი არ დაიწუნება, ჩემამზემა!!!
18:23 / 17-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS