09 ივლისი, 2015
სექსუალური თამუნა მალდივებზე მიემგზავრება – ვინ აფინანსებს ახალ ქართველ სექსსიმბოლოს

გული არ მწყდება, პირიქით, მომწონს

მოდელი თამუნა ვაშალომიძე უკვე დიდი ხანია, იქცევს საზოგადოების ყურადღებას. მის თამამ ჩაცმულობას ყოველთვის კრიტიკა მოჰყვება ხოლმე. თამუნა, იმისთვის რომ კარგად გამოიყურებოდეს, უამრავ დროს და ენერგიას ხარჯავს.

- თამუნა, როგორი ტიპის დასვენებას ანიჭებ უპირატესობას და სად გეგმავ ზაფხულში დასვენებას?
- ძალიან მიყვარს ზღვა. ვაპირებ, აგვისტოს ბოლოს საქართველოს ფარგლებს გარეთ დავისვენო. მალდივებზე წასვლა მინდა და იმედია, გამომივა. მეგობრებთან ერთად ვაპირებ წასვლას.

- ზაფხულში კარგად დასვენებისთვის, ალბათ მთელი წლის განმავლობაში აგროვებ თანხას.
- დიდი
ხანია, მაქვს შემუშავებული სისტემა, მაქვს რამდენიმე ყულაბა. კომუნალურების გადასახდელად, გაუთვალიწინებელი ხარჯებისთვის. მათ შორისაა ყულაბა დასვენების, როდესაც სულ გადატვირთულ რეჟიმში გიწევს ცხოვრება. ნამდვილად ღირს სადმე წლის ბოლოს ლამაზ ადგილას დაისვენო.

Rating

- ბევრი, სანაპიროზე კარგად გამოიყურებოდეს, საათობით ვარჯიშში ატარებს, ან დიეტებს იცავს. შენც მათ შორის ხარ?
- კრიტიკული ვარ ჩემს თავთან და არ ვფიქრობ, რომ მარტო სანაპიროზე უნდა ვიყო კარგ ფორმაში. ყოველდღე ვარჯიში, დიეტა, მასაჟი, ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

- დღეში რამდენ დროს ხარჯავ ვარჯისში?
- მინიმუმ 2 საათი.

- რაზე გიწევს უარის თქმა ჯანსაღი ცხოვრების წესის გამო?
- გული არ მწყდება, პირიქით, მომწონს, მაგრამ ხანდახან რაღაც ძალიან გინდა, რომ შეჭამო, მაგრამ არ შეიძლება. ჩემი კვება უშაქრო, უმარილო უზეთო საჭმელებისგან შედგება. რა თქმა უნდა, გაზიან სასმელს არ ვსვამ. არ ვსვამ ალკოჰოლურ სასმელებს. პური არ მიჭამია რვა წელია და გუშინ ჩემა დაქალმა იყიდა `მაკდონალში~ ნაყინი როგორ მომინდა იცით?! მაგრამ ავდექი და ვაშლი შევჭამე.

- ფეისბუქზე ფოტოების მიხედვით კარგად გაქვს დაკლებული, კიდევ რამდენს გეგმავ?
- არ მინდა ძალიან გავხდე, მე ჩემი შარმი მაქვს. მე წონას დიდად არ ვუყურებ, იმიტომ რომ როდესაც ვარჯიშობ, ცხიმი ქრება და კუნთად გადაიქცევა. შეიძლება, მეტი იყო წონაში, მაგრამ გამხდარი, რადგან კუნთს წონა აქვს! დაკლებული მაქვს 4 კგ და კიდევ ალბათ 3-ს დავიკლებ.

- როგორც ვიცი, შეყვარებული არ გყავს…
- პირადში არაფერი ხდება და არც ვგევმავ, რომ რამე მოხდეს!

Rating

- საზაფხულო რომანების გჯერა?

- რომანის არა, ფლირტის - კი.

- მალდივებზე რომ გაიცნო ვინმე, არ მოგინდება მასთან სერიოზული ურთიერთობის დაწყება, გჯერა, რომ საზღვაო რომანი კარგად მთავრდება?
- დასასვენებლად მივდივარ და ჩემი ხასიათი ვიცი კარგად. პირადს და სამსახურს ვდებ გვერდზე და ვისვენებ.

მერი კობიაშვილი

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
თამუნა თამუნა
ეტყობა კეთილი გულის როა. არავის არ დაწყვეტს გულს.:D :D
17:15 / 17-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ლულუ
კეთილი გულის ადამიანია,უბოროტო.მთავარი ესაა.დადუღდება და დარწმუნებული ვარ ბევრ ქალზე უკეთესი ცოლი და დედა დადგება.
18:40 / 12-07-2015
გამოხმაურება / 0 /
საბა
123- :)))))))))))))))))))))
14:01 / 12-07-2015
გამოხმაურება / 0 /
XXX
კვირაობით ეკლესიაში კიდევ დადის თუ დაანება თავი???....
13:59 / 12-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ულამაზესი სხეული აქვს! ისედაც ჭკვიანი ქალია,ღმერთმა გაუმარჯოს მის გზაზე!
22:49 / 10-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS