07 ივლისი, 2015
ლინდა ადამია "X ფაქტორს" დაემშვიდობა - „ბოდიშს ვუხდი ჯარჯის, რომ ის ვერ გავაკეთე რისთვისაც მე პროექტში მივედი“
მალე ჩემი ანგელოზი, ჩემი სიყვარული და ჩემი სიცოცხლე მოევლინება ამ ქვეყანას გუშინ „X ფაქტორის“ მორიგი ტური ჟიურის გადაწყვეტილებით ლინდა ადამიამ დატოვა. ის უკვე მესამედ იდგა აუტსაიდერების რიგში და ჟიურიმ აღარ გადაარჩინა. მხოლოდ ერთი ხმა ერგო მას გიორგი გაბუნიასგან, თუმცა ეს უკვე არაფერს არ წყვეტდა. 

რამდენიმე საათის წინ კონკურსანტმა სოციალურ ქსელში თაყვანისმცემლების მისამართით მიმართვა გაავრცელა და ბავშვს, რომელსაც ელოდება, ბოდიში მოუხადა.

„დავიწყებ იქიდან რომ რაც მოხდა მოხდა, ამას ვეღარ შევცვლი ვერც მე და ვერც თქვენ ჩემო
საყვარელო გულშემატკივრებო. აქამდეც რომ მოვედი ძალიან მიხარია და გული მწყდება ფინალში რომ არ ვიქნები, მაგრამ ამით არაფერი მთავრდება, ჯერ 19 წლის ვარ და ყველაფერს გავაკეთებ რომ ამ პროფესიას არ ჩამოვშორდე და ხალხს სულ ვახსოვდე.

Rating

ძალიან, ძალიან, ძააალიან ბედნერი ვარ ამდენი მაგარი ადამიანის სიყვარული რომ დავიმსახურე! არ იცით თქვენ ეს რა მაგარი გრძნობაა როდესაც ყველა გეუბნება თუ როგორი მაგარი ხარ და როგორ უყვარხარ. მიხარია და მაბედნიერებს რომ მე დავიმსახურე თქვენი სიყვარული.

მითუმეტეს მალე ჩემი ანგელოზი, ჩემი სიყვარული და ჩემი სიცოცხლე მოევლინება ამ ქვეყანას და მე ეს უფრო მეტად მაძლიერებს და ბოდიშს ვუხდი ჯარჯის, რომ ის ვერ გავაკეთე რისთვისაც მე პროექტში მივედი.

დიდი მადლობა „რუსთავი 2“-ს ასეთი მაგარი შოუსთვის და იმისთვის რომ ახალგაზრდა თაობას აძლევს საშუალებას მიიღონ გამოცდილება და გახდნენ წარმატებულები. დარჩენილ კონკურსანტებს კი ვუსურვებ წარმატებას და წინსვლას. მიყვარხართ და გკოცნით უამრავს.“ - წერს ადამია სოციალურ ქსელში.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნია
ამ გოგოს ჭკუა უსწავლია, მადლობას უხდის ხალხს და აღარ ლანძღავს
10:16 / 08-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS