07 ივლისი, 2015
გიორგი კალანდაძე ყოფილ ცოლთან შერიგებას ცდილობს - "ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომწონს ყველაფერი, რასაც ის აკეთებს..."
ვფიქრობ, რომ ადამიანები იცვლებიან
გიორგი კალანდაძე და ნათია წიწილაშვილი ერთი წლის წინ დაშორდნენ ერთმანეთს. ოფიციალურად კი უკვე ოთხი თვეა, ცოლ-ქმარი აღარ არიან. თუმცა გიორგის დიდი სურვილი აქვს, ყოფილ მეუღლეს შეურიგდეს და შვილთან ერთად კვლავ ბედნიერად იცხოვრონ. გიორგი ამ ბოლო დროს აღარ საქმიანობს. „ჯიდიესიდან“ ერთი თვის წინ წამოვიდა.

- გიორგი, რატომ წამოხვედი „ჯიდისიდან“?
- არანაირ შეთქმულებას ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ „პარადოქსის“ სამსახიობო შემადგენლობა მთლიანად შეიცვალა. „შუა დღის“ ყველა წამყვანები გამოცვალეს, სალომე არშბას გარდა. შიდა სამზარეულოს ლაფსუსები
იყო, რომლის მოყოლაც საინტერესო არ იქნება. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მე არანაირად არ მეხება, როგორც რუსები იტყვიან, „პრიკუპში“ მოვყევი. ჩემს საავტორო გადაცემა „პეპლის ეფექტზე“ კი მითხრეს, რომ არხი იცვლის ფორმატს და ახალ ფორმატში აღარ ჯდებაო. ჩემი გადაცემის გარდა უამრავი სხვა გადაცემა დაიხურა. მაისის ბოლოს ჩვენი კონტრაქტი და ურთიერთობა ამოიწურა. როგორც ყველა სამსახურში პატარა ლაფსუსები და შენიშვნები იყო, მაგრამ კატასტროფული არაფერი.

- როგორც ვხვდები, განაწყენებული არ ხარ არხზე.
- არა რას ამბობთ. მომავალში ალბათ ვითანამშრომლებთ ძალიან ბევრჯელ. კარგის მეტი არაფერი არ მახსენდება „ჯიდიესიდან“. წინ ვიყურები, ძალიან ბევრი გეგმები მაქვს.

Rating

- რას გეგმავ? რომელიმე ტელევიზიაში ცდი ბედს?
- ჩემი საავტორო გადაცემა „პეპლის ეფექტი“, მიმაჩნია, რომ ძალიან კარგია და ცუდი იქნება, რომ ის საერთოდ აღარ გავიდეს. ვცდილობ, რომ გადავიტანო სხვა არხზე. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, 99 პროცენტით ახალ არხზე იხილავთ „პეპლის ეფექტს“. ჯერჯერობით ესაა ჩემი პროგრამა მაქსიმუმი. რაც შეეხება ჩემს სამსახიერო კარიერას, ველი სხვადასხვა შემოთავაზებებს.

- რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც მეუღლეს დაშორდი?
- რაც დავშორდით, მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, რაღაც პერიოდი არავის თავი არ მქონდა და ახლა დადგა პერიოდი, როდესაც დიდი სურვილი მაქვს ყოფილ მეუღლესთან შერიგების.

- ამ საკითხთან დაკავშირებით ნათია რას ფიქრობს?
- ნათიასგან ჯერჯერობით პასუხი არ ყოფილა.

- დაშორების მიზეზებზე არც ერთ არ გისაუბრიათ, რა მოხდა, შეგიძლია გვითხრა?
- დაშორების ერთი და ორი მიზეზი არ ყოფილა. თავიდან ბევრს გაუკვირდა ჩვენი დაშორება და ათას რამეს ამბობდნენ, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ორივეს სიჯიუტე ანუ ჩვენი ხასიათი იყო დაშორების მთავარი მიზეზი.

- როგორ ფიქრობ, ახლა შეიცვალე და ძველებურად ჯიუტი არ ხარ?
- ვფიქრობ, რომ ადამიანები იცვლებიან. ჩემს თავზე შემიძლია ვთქვა, რომ გავიზარდე და ბევრ რამეს სხვა თვალით ვუყურებ. წარსულს რომ ვაფასებ, ვფიქრობ, მე უნდა დამეთმო. იმიტომ არა, რომ მე ვიყავი ნათიაზე მეტად მართალი, უბრალოდ მამაკაცს უფრო მეტი მოეთხოვება.

Rating

- ბოლო დროს ნათია ბევრს მუშაობს. გასულ კვირას მისი ერთ-ერთ პროექტში გადაღებული ფოტო გავრცელდა, სადაც ის სექსუალურ კაბაში იყო გამოწყობილი. როგორი რეაქცია გქონდა, ამ ფოტოს ნახვისას?
- გააქტიურება, ძალიან მნიშვნელოვანია მსახიობის საქმიანობაში. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომწონს ყველაფერი, რასაც ის აკეთებს. საქართველოში მსახიობებს ის ფუფუნება არ გვაქვს, რომ როლები ამოვირჩიოთ. წუნიაობის დრო არ გვაქვს. ცალსახად კარგია, რომ მუშაობს და სხვადასხვა პროექტში დაკავებულია. კონსერვატორულად მოაზროვნე ადამიანი არ ვარ. ისეთი სამოსით ნათია ქუჩაში არ დადის, სატელევიზიო კოსტიუმი ეცვა და შოუსთვის ეს ყველაფერი საჭიროა. თან რაზეც იყო გათვლილი კაბა, იმუშავა. პროექტით და გადაცემით, სადაც ნათია მონაწილეობდა ბევრი დაინტერესდა. ამ კაბაში ნათიას ლამაზი სხეული ლამაზად გამოჩნდა.

მერი კობიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
კატო
მე ვინ მეკითხება, მაგრამ უბრალოდ ჩემი კეთილი რჩევა ყველა წყვილს - რაღაც სიტუტუცეებს ნუ გადააყოლებთ ოჯახს, ყველა ადამიანი ინდივიდია, ყველას თავისი ხასიათი აქვს, შეუძლებელია ყველასი ყველაფერი მოგეწონოს, სიჯიუტის გამო სისულელეა ოჯახის დანგრევა. დანგრეულის აშენება ძალიან ძნელია, ცალკ-ცალკე კი რაც მეტ ხანს იქნებით შერიგებაც უფრო ძნელია, ამიტომ შერიგდით რა, ხან ერთმა დათმეთ, ხან - მეორემ, აბა თქვენ იცით, წარმატებები :)
11:28 / 09-07-2015
გამოხმაურება / 0 /
maia maia
შერიგდით ჩემო თანატოლებო,ოჯახი არის ყველაზე ძვირფასი რამ რაც მე გამაჩნია...ბავშვზეც იფიქრეთ და საკუთარ თავებზეც...
15:59 / 08-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS