29 ივნისი, 2015
სად ისვენებს ოჯახთან ერთად ლელა მებურიშვილი და რაზე თქვა უარი მსახიობის ქმარმა
სერიალისგან განსხვავებით რეალურ ცხოვრებაში ლელა ოჯახური  ბედნიერებით ტკბება ლელა მებურიშვილის გმირი ''ჩემი ცოლის დაქალებში'' სამსახურის გარეშე დარჩა. კატომ გადაწყვიტა, ქმრის შესანარჩუნებლად სამსახური დაეტოვებინა.

მისი საქციელი სოციალურ ქსელში ბევრმა გააკრიტიკა. ლელას გმირს ასეთი სულელური საქციელი არასოდეს ჩაუდენიაო, წერს აღშფოთებული მაყურებელი სოციალურ ქსელში.

Rating


სერიალისგან განსხვავებით რეალურ ცხოვრებაში ლელა ოჯახური  ბედნიერებით ტკბება. 

მსახიობი მეუღლესთან ბაჩო საგანელიძესთან და შვილთან ერთად ესპანეთში ისვენებს. ქალაქ სან სებასტიანში წყვილი არაჩვეულებრივ დროს ატარებს. ეს მათ სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტოებიდანაც კარგად ჩანს.

Rating

ესპანეთში ბაჩომ
გადაწყვიტა, მოწევისთვის თავი დაენებებინა. ''ფეისბუქზეც'' დაწერა, რომ რომ სიგარეტს დაემშვიდობა. მეგობრები ბაჩოს ურჩევენ, ვარჯიში დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მალე წონაში  მოიმატებო, აფრთხილებენ.

Rating

თუმცა ბაჩო ამ თემაზე არ დარდობს და მეგობრებს, ვისაც ამ მავნე ჩვევისთვის თავის დანებება სურთ, ურჩევს მოწევას ნელ-ნელა დაანებონ თავი.

როგორც ფოტოებიდან ჩანს დროს არაჩვეულებრივად ატარებენ.

Rating

სალომე დადიანი
ბეჭდვა