27 ივნისი, 2015
როგორ ეხმაურებიან საქართველოში ამერიკაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას: „არ მინდა, ერთის მაგივრად ყველა გეი იყოს“
ღმერთო, რომ შეგვქმენი, ბნელი მხარე რატომ არ გააუქმე ჩვენში
ამერიკაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას საქართველოშიც გამოეხმაურნენ. ამ თემაზე სოციალურ ქსელში დღის განმავლობაში კამათი არ წყდება. ერთ- ერთი პირველი ამერიკაში მიმდინარე ამბებს ხატია სიჭინავა გამოეხმაურა. მის "ფეისბუქის" გვერდზე მწვავე კამათი გაიმართა.

"ამერიკამ მიიღო ერთსქესიანთა ქორწინება და ბედნიერია. ღმერთმა არ მოგაკლოთ ეგ ბედნიერება თქვენ და გვაშოროს ჩვენ. მალე შექმენით ბავშვის გაჩენის მეთოდი უმშობლებოდ! ჩაკალით ყველანაირი პატივისცემა რელიგიისა და მშობლების მიმართ ! ხოდა იხარეთ და იბედნიერეთ მანდ, ამერიკაში!!! ღმერთო,
რომ შეგვქმენი, ბნელი მხარე რატომ არ გააუქმე ჩვენში", წერს ხატია.

ხატიას სტატუსს მალევე უამრავი კომენტარი მოჰყვა.

"ხატია, დავიჯერო შენ სამეგობროში 1 გეი არ არსებობს?"

"არსებობს ! და არ მინდა, ერთის მაგივრად ყველა გეი იყოს!"

"ეს ადამიანები არსებობენ და მგონი, იმით რომ ერთმანეთი უყვართ არაფერს აშავებენ".

"და არც არავინ ეხებათ და აწუხებთ! და ანალოგიურად არ უნდა შეგვაწუხონ ჩვენც! უკვე ყელში ამოვიდა ამათი უფლებების დაცვა და ჩვენი გადაჯიშების აქტიური მცდელობა!"

"გეი მეგობრის არსებობა და მათი ქორწინების დაშვება საერთოდ რა შუაშია ერთმანეთან? მით უმეტეს ბაშვების ყოლის უფლება!! კოშმარია ნამდვილად, იყოს გეი, არავინ უშლის, მაგრამ ქორწინება, კაბა და მითუმეტეს ბავშვი, ძააალიააან ზედმეტიაა"!

ხატიას სტატუსი მოიწონა და საკუთარი აზრიც კომენტარით დააფიქსირა გიგა კვენეტაძის ყოფილმა მეუღლემ ნინო წიკლაურმაც, რომელიც როგორც ყოველთვის ამჯერადაც რადიკალური იყო.

"უუუ, როგორ მეზიზღება მათი მორალი! და საერთოდ, მაგ ამერიკისთვის ერთი ცუნამი არ არსებობს ? ღმერთო, მაპატიე...", წერს ნინო.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
ნანა
ნია-ს მართალია წალეკვა არ უნდა ინატრო, მაგრამ არც ის არ უნდა ინატრო, რომ ჩვენს ქვეყანაში ოდესმე ერთ სქესიანთა ქორწინება იქნება, ღმერთმა დაგვიფაროს, ბავშვები არ გეცოდებაათ??? მათ ხომ ცხოვრება დაუმახინჯდებათ და არასდროს არავინ არ უნდა მოიქცეს ისე, რომ ღმერთის წინააღმდეგ წავიდეს, ასეთ საქციელს მოსდევს წარღვნა და წალეკვა.
16:31 / 11-04-2016
გამოხმაურება / 0 /
გია
ეხლა გამიელვა თავში, "გეების" დამცველები თვითონ ხომ არ არიან "გეები" და ხომ არ ცდილობენ დამალონ?..ააა?
18:03 / 27-01-2016
გამოხმაურება / 0 /
რირი
მყავს გეი ნაცნობი.და რომ იცოდეთ რა საძაგელია გამუდმებით მამცირებს და ნერვებს მიშლის.ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო.თან თავის გეობას მალავს ვითომ მაგრამ ტყლარწვას რომ იწყებს ისედაც გასაგებია.მაგათ რომ ამდენი უფლებები მისცეს იმიტომ იქცევა ასე გამომწვევად.მერე რა იქნება არ ვიცი.ისე ძაან მომაბეზრა თავი.
13:52 / 01-07-2015
გამოხმაურება / 0 /
მიშელ ობამა
თეოს-ს. პროცენტულად საქართველოში მეტი გეია, ვიდრე ამერიკაში. ასე რომ გეები თქვენთან მოიკითხეთ. იყავით კონსპირაციულად და იცხოვრეთ არალეგალურად.
10:13 / 01-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ზამა მოლაშხია
თეო-"რა მარაზმია,იყოს თასვისთვის ეს ამერიკა და ჩვენ შეგვეშვას,თავისი მორალური პრინციპების თავზე მოხვევით". რა სასაცილოა ეს ყველაფერი. ვინ გახვევს. სად ნახე რომ ტავს რაიმე მოგახვიეს. შენცკარგად იცი, რომ საქართველოში ასეთი კანონი არასოდეს იქნება მირებული. მას რა საჭიროა მეგობარი ქვეყნის ასე ლანძღვა? უწიგნურობის ზეიმია საქორთუოში.
10:10 / 01-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS