16 ივნისი, 2015
„თქვე არაადამიანებო! ნაძირლებო! „სპეკულიანტობთ“ ადამიანების უბედურებით! დაგიდგათ არა ხელსაყრელი მომენტი?..“
მთელი საქართველოა დღეს ჭირისუფალი მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც სტიქიური უბედურების დროს ხელის მოთბობა გადაწყვიტა და წარმატებითაც განახორციელა. 

''მთელი საქართველოა დღეს ჭირისუფალი და ყველას გისამძიმრებთ ჩემო ძვირფასებო... ეს წუთია ტელევიზიით მოვისმინე ინფორმაცია, რომელმაც ამ დიდ ტრაგედიას კიდევ სირცხვილით გამოწვეული ტრაგედია დაუმატა!

უდიდესი სიამაყის განცდა გაგვიჩნდა თითოეულ ჩვენთაგანს ახალგაზრდების ასეთი თავგანწირვის გამო და მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მათ ვუთხრა, თქვენ გაგახაროთ და გაგაძლიეროთ უფალმა ჩვენო შვილებო! -ცრემლებამდე ვარ მისული თქვენი დიდი ადამიანობით - სიამაყის
ცრემლებამდე!

იმდენი რამ მინდა გითხრათ და სიტყვები არ მყოფნის! მაგრამ რაც ახლა მოვისმინე, დაუჯერებელია, მაგრამ რეალური და მწარე! თურმე გუშინ, როცა ხალხი დარაზმული იყო სტიქიის ადგილას წასასვლელად, დაზარალებულთა დასახმარებლად ნიჩბების შესაძენად მისულებს ფასები მომატებული დახვდათ.

გესმით თქვენ. ტაქსის მძღოლებიც არ ჩამორჩნენ და ტარიფი გააძვირეს! მათ მინდა მივმართო, თქვე არაადამიანებო! ნაძირლებო! „სპეკულიანტობთ“ ადამიანების უბედურებით! დაგიდგათ არა ხელსაყრელი მომენტი? ფუი, თქვენს ადამიანობას!

ახლა უფრო დამენანა ის უენო ცხოველები! თქვენ ხომ მათ რიცხვშიც არ ეწერებით? სახლში მიიტანეთ არა ეს ფული? საშოვარზე იყავით გასული არა? როგორ გითხრათ სიტყვა - გრცხვენოდეთ!

თქვენ ხომ გაწყვეტილი გაქვთ შუბლის ძარღვი და რისი უნდა შეგრცხვეთ?'', წერს თამრიკო.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 58 /
თამუნა შარაშენიძე
გეთანხმებით.და არა მარტო ეგ ხალხი
23:12 / 25-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ბელა ჭ
ნიჩბებთან დაკავშირებით გეთანხმებით,ხოლო ტაქსისტებთან არა,ორი იმდენი გზა რომ აქვთ აღნიშნულ მონაკვეთიდან სავალი,გააძვირებდნენ აბა რას იზამდნენ,ვისაც მანქანა ყავს და ელემენტარული მათემატიკა იცის მიხვდება რომ არაფერიც არ გაუძვირებიათ.
11:35 / 22-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მარტალია დგეს ყველას უჯირს მაგრამ გმერტის არ გესჰინიატ ამ დროს ფასების მატება განა კარგია ვისაც არ უნახავს გასაჯირი მიტვის არაფერია გმერტის გესჰინოდეტ
22:35 / 21-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მამუკა
თამრიკო აბსოლუტურ სიმართლეს ამბობს. ამ ქალს ისედაც ძალიან ვაფასებდი ყოველთვის და ახლა მითუმეტეს, ამ უმსგავსობაზე რომ არ გაჩუმდა. მთელი მსოფლიოს მედიამ გადმოსცა ეს წყალდიდობა როგორც თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია და როცა ამ ფაქტს პირადად ესწრები, როცა ეს შენს ქალაქში ხდება და ამ დროს ფულის გაკეთებას ცდილობ, სალანძღავი სიტყვები ძალიან მცირედია იმის, რის თქმასაც ნამდვილად იმსახურებენ ის არაკაცები. ჟურნალისტს შეეძლო ის დადებითი ფრაზები გამოეტანა სათაურად, რაც თამრიკომ ამ სტატუსში დაწერა, თუმცა ყვითელი პრესის ხრიკები ყველამ კარგად ვიცით... ვისაც საღად აზროვნებაზე აქვს პრეტენზია ყველა მიხვდება რომ თამრიკო მართალია და დანარჩენები კი იტყვით რატომ ილანძღებაო. სამართლიანი, პროფესიონალი ხალხი არ გიყვართ ზოგიერთებს და ის ვაი-მომღერლები გირჩევნიათ არც მწვადს რომ არ წვავენ და არც შამფურს რაიმე განცხადების გაკეთებისას!!!
19:23 / 21-06-2015
გამოხმაურება / 0 /
გელა
ყოჩაღ თამრიკო -სწორი ხარ.ელიავას ბაზრობას დაატყდეს ეგეთი სტიქია-ღირსები იქნებიან.
09:42 / 21-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS