22 ივლისი, 2013
ნანკა კალატოზიშვილმა შვილი გამოაჩინა
პატარა დანიელი 6 ივნისს დაიბადა, მაგრამ ირაკლი და ნანკა სხვა წყვილების მსგავსად საკუთარი შვილის ფოტოების გასაჯაროებას არ ჩქარობდნენ. როგორც ჩანს, მსახიობს სულმა მაინც სძლია და მამა-შვილის სახასიათო ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„ჩემი ცხოვრების სტიმულატორები, მიყვარხართ“ - წერს მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე და შვილის და მეუღლის ფოტოს აქვეყნებს. ნანკა კალატოშვილი და ირაკლი კეიდია რამდენიმე წელია რაც ერთად არიან. მიუხედავად იმისა რომ წყვილი ურთიერთობისთვის ოფიციალური სახის მიღებას არ ჩქარობს, მათ ცოტა ხნის წინ საერთო შვილი
დანიელი შეეძინათ.


„ბიჭია, ბიჭიიი... პატარას დანიელი დავარქვით. ეს სახელი მე და ნანკამ ერთად შევარჩიეთ. მართალი გითხრათ ჯერ კიდევ შოკში ვარ. ამიტომ ვერ გეტყვით თუ რა შეგრძნება მაქვს. მშობიარობას ბოლომდე დავესწარი და ძალიან იმოქმედა. ვინერვიულე... პატარა სიმაღლეში რამდენია არ ვიცი, ვერ გეტყვით. წონით კი 3 და 700 დაიბადა“, - წერდა მაშინ ბედნიერი მამა სოციალურ ქსელში.
Rating
პატარა დანიელი 6 ივნისს დაიბადა, მაგრამ ირაკლი და ნანკა სხვა წყვილების მსგავსად საკუთარი შვილის ფოტოების გასაჯაროებას არ ჩქარობდნენ. როგორც ჩანს, მსახიობს სულმა მაინც სძლია და მამა-შვილის სახასიათო ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის

ბეჭდვა