22 ივლისი, 2013
ნანკა კალატოზიშვილმა შვილი გამოაჩინა
პატარა დანიელი 6 ივნისს დაიბადა, მაგრამ ირაკლი და ნანკა სხვა წყვილების მსგავსად საკუთარი შვილის ფოტოების გასაჯაროებას არ ჩქარობდნენ. როგორც ჩანს, მსახიობს სულმა მაინც სძლია და მამა-შვილის სახასიათო ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„ჩემი ცხოვრების სტიმულატორები, მიყვარხართ“ - წერს მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე და შვილის და მეუღლის ფოტოს აქვეყნებს. ნანკა კალატოშვილი და ირაკლი კეიდია რამდენიმე წელია რაც ერთად არიან. მიუხედავად იმისა რომ წყვილი ურთიერთობისთვის ოფიციალური სახის მიღებას არ ჩქარობს, მათ ცოტა ხნის წინ საერთო შვილი
დანიელი შეეძინათ.


„ბიჭია, ბიჭიიი... პატარას დანიელი დავარქვით. ეს სახელი მე და ნანკამ ერთად შევარჩიეთ. მართალი გითხრათ ჯერ კიდევ შოკში ვარ. ამიტომ ვერ გეტყვით თუ რა შეგრძნება მაქვს. მშობიარობას ბოლომდე დავესწარი და ძალიან იმოქმედა. ვინერვიულე... პატარა სიმაღლეში რამდენია არ ვიცი, ვერ გეტყვით. წონით კი 3 და 700 დაიბადა“, - წერდა მაშინ ბედნიერი მამა სოციალურ ქსელში.
Rating
პატარა დანიელი 6 ივნისს დაიბადა, მაგრამ ირაკლი და ნანკა სხვა წყვილების მსგავსად საკუთარი შვილის ფოტოების გასაჯაროებას არ ჩქარობდნენ. როგორც ჩანს, მსახიობს სულმა მაინც სძლია და მამა-შვილის სახასიათო ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 28 /
alex
კეიდია! მაგარი ხარ! ამრავლე ჯიშიანი და ლამაზი მეგრელები!კიდევ,მინიმუმ 5 ბავშვი! ნანკა კარგი ადამიანია,და ძალიან ლამაზი ქალბატონია! ბედნიერად ეცხოვროს კეიდიების ოჯახს!
23:26 / 31-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
ბედნიერებას ვუსურვებ ნანკას და მის ოჯახს
18:05 / 31-07-2013
გამოხმაურება / 0 /
maka oniani
ra sakvarelia,jer sulcicqnaa da ra metkveli tvalebi aqvs,mamikos dzaan gavs. gmertma gagizardot nanka,isetive lamazi,chkviani da qarizmatuli rogoric shen xar, gisurveb ubednieresi deda da qali iko mudam.
12:48 / 31-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გვანციიი
ვაა მამას გავს:)))ბედნიერი ბავშვი ყოფილიყოოს
22:46 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალო
უიმეეეე(((
22:06 / 28-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS