09 ივნისი, 2015
თამუნა ვაშალომიძე რუსულ „ფლეიბოიში“ აღარ გადაიღეს - მოტყუებული მოდელის ექსკლუზიური ინტერვიუ
უბრალო მოდელებს არ ბეჭდავენ და როდესაც ხარ გარეკანზე, თამუნა ვაშალომიძე კიევიდან რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა, სადაც „ფლეიბოის“ გადაღებებისთვის ჩავიდა. თბილისში დაბრუნებულ თამუნას შთაბეჭდილებებზე სასაუბროდ დავუკავშირდით. აღმოჩნდა, რომ რუსულ „ფლეიბოიში“ თამუნას ვერ ვიხილავთ. თუ რა მოხდა კიევში, ამის შესახებ მოდელმა ჩვენთან საუბარში გულახდილად ისაუბრა.

- თამუნა, გადაღებებზე როგორ გრძნობდი თავს, დაძაბული ხომ არ იყავი?
- ძალიან დადებითი პირველი ეტაპი დამთავრდა. თვის ბოლოს კიდევ მაქვს გადაღება და კიევში მივფრინავ კიდევ ორი დღით.

- ფოტოები სამოსში გადაგიღეს თუ
მთლიანად შიშველს?
- თეთრეულშიც ვიქნები და შიშველიც.

- რა ფერის თეთრეულში იქნები?
- შავ თეთრეულშიც გადამიღეს, თეთრშიც, მწვანეშიც.

- შიშველი ფოტოსესიისას უხერხულად გრძნობდი თავს, თუ ისეთი გარემო შექმნეს, რომ სირცხვილის მომენტი არ გქონია?
- ეს ჩემი პროფესიაა და უხერხულობა არც ყოფილა. ფოტოები იქნება ძალიან განსხვავებული. ჟურნალის მთავარი რედაქტორი ქალი იყო და ძალიან მოვეწონე. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს, ჟურნალის ყდაზე, სადაც მე უნდა ვიყო, უბრალო მოდელებს არ ბეჭდავენ და როდესაც ხარ გარეკანზე, ოთხ გვერდზე ინტერვიუ იბეჭდება.

პირველი ქართველი ფოტომოდელი ვარ ამ ჟურნალში და ეს ჩემთვის სტიმულია. სასიამოვნოა, როდესაც უცხო ქვეყანაში გაფასებენ. მე მქონდა უფლება, მხოლოდ თეთრეულით გადამეღო და ავირჩიე თეთრეულითაც რომ ვყოფილიყავი და რამდენიმე შიშველი ფოტოც გადამეღო. ძალიან ლამაზი იქნება.

კიევში „ფლებოის“ გადაღებაზე ჩავედი, როდესაც კონტრაქტს ხელი უნდა მომეწერა, რაღაცები ისე არ ეწერა, როგორც მე ვიცოდი. გავიცანი XXL ჟურნალის რედაქტორი, მითხრეს, თანხაზე პრობლემა არ შეგექმნებაო, შემომთავაზა გადაღებები და დავთანხმდი. აგვისტოს ბოლოს გამოვა ჟურნალი.

Rating

- ე.ი. „ფლეიბოიში“ არ იქნები?
- არა.
- ვის ადანაშაულებ ამ შემთხვევაში?
- დადანაშაულებით არავის.

- „ფლეიბოიმ“ კონტრაქტის პირობები ხომ შეცვალა.
- კონტრაქტის პირობები არ მომეწონა. უკეთესი გარემოც შემომთავაზეს. უკრაინელებთან შედარებით რუსები ცივი ხალხია.

- XXL უკრაინული ჟურნალია?
- ამერიკულია, მაგრამ ქსელი აქვს უკრაინაშიც და სხვა ქვეყნებშიც. ცნობად ხალხს იღებენ რუსულ და უკრაინული შოუბიზნესიდან.

- მახსოვს, „ფლეიბოიდან“ აღებული თანხით ბინის ყიდვას გეგმავდი. ახლა ფოტოსესიიდან აღებული თანხით მოახერხებ ბინის ყიდვას?
- ფინანსურად აქაც იმდენს მიხდიან და მშენებარე ბინაში შემაქვს ფული.

- „ფლეიბოიში“ რომ არ იქნები, ალბათ გული არც გწყდება…
- არანაირად, რადგან კოლექტივი უკეთესად XXL რომ არ გამოჩენილიყო, ყველა ვარიანტში „ფლეიბოისთვის“ გადავიღებდი.

მერი კობიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
ანიტას
გემოვნებაში გიჭირს აშკარად,შენ ვინ უნდა დაარიგო,კაი რა...
09:48 / 13-06-2015
გამოხმაურება / 0 /
emre
ანიტა, ესეეგი თუ არ მომწონს გარეგნულად დაბოღმილი და გაბოროტებული ვარ? :D ლოგიკასთან მწყრალად ხარ
21:46 / 12-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ანიტა
tqveni mosaconi neta daibadeba vinme ra ubedureba gchirt xalno ra gaborotebulebi da dabogmilebi xart,,, magas is girchevniat am gogosavit tavs mouarot, ar shechama tvini am usaqmurma narodma tavisi uqme saateboit compiutershi rmo arian shemdzvrlebi da marto bogmas aprqveven
13:57 / 12-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ვულგარულობის უმაღლესი გამოვლინება,მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია ეს....ამის ვის რა უნდა შეშურდეს ხალხო,კარგით რაა..და საერტთოდაც ამოვიდა ყელში ამ ტვინგადაგლესილი პუტანკების გაპიარება,ღირებული დაწერეთ რამე თუ შეგიძლიათ....
20:31 / 11-06-2015
გამოხმაურება / 0 /
გელა
რატომ წერთ ასეთ ადამიანზე და რაოტმ უწევთ პროპაგანდას ჟურნალისტები თამუნასნაირ გოგონებს?დაწერეთ ნიჩიერ მართლაც ლამაზ ადამიანებზე რომელიც ამ ქვეყანაში საკმაოდ ბევრია და არა ამისთანებზე
15:05 / 11-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS