03 ივნისი, 2015
ნატა გულიაშვილი ულამაზესი ქმარ-შვილით ამაყობს - „ჩამომაშორა ყველა თაყვანისმცემელი...“
შემიძლია ვთქვა, რომ ვიპოვე ჩემი მეორე ნახევარი „ამტანი“ ნატა გულიაშვილი რამდენიმე დღის წინ დედა პირველად გახდა. ნატას საოცარი სიყვარულის ისტორია აქვს. მისი მეუღლე შვიდი წელი ცდილობდა, ნატას გულის მოგებას. ნატას დედობა მივულოცეთ და ახალ ოჯახის წევრზე რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- ლუკა 3 კილო და 800 გრამი და 50 სანტიმეტრი დაიბადა.
- დედობამ როგორ შეგცვალა?

- სასწაული გრძნობაა. ყველა ქალმა უნდა გამოსცადოს. სამყაროს სულ სხვა თვალით ვუყურებ. ჩემი ცხოვრების მთავარი აზრი გახდნენ ჩემი შვილი და ჩემი
მეუღლე დავით რამიშვილი.

- როგორც ვიცი, მეუღლე ძალიან დიდხანს ცდილობდა, შენი გულის მონადირებას
- დიახ, შვიდი წელი დამსდევდა.

- ახლა ალბათ ძალიან ბედნიერია და საჩუქრებსაც არ იშურებს შენთვის და ლუკასთვის.
- ნამდვილად ესეა. მეუბნება, რომ მისი ცხოვრების მთავარი აზრი ვართ მე და ლუკა. თან სულ მეუბნებოდა, რომ პირველი ბიჭი უნდოდა და ეხლა ორმაგად ბედნიერია.Mმეუბნება, რომ ღმერთი ძალიან სწყალობს, იმიტომ რომ იმ ადამიანის გვერდითაა, რომელიც ძალიან უყვარს და ნატვრაც აუხდა, ბიჭი რომ გაგვიჩნდა. ვფიქრობ, ყველაზე ბედნიერი დედა და მეუღლე ვარ, რადგან საუკეთესო მეუღლე მყავს და ულამაზესი შვილი.

Rating

- შვიდი წელი ძალიან დიდი დროა. ალბათ ამდენ ხანს არც ერთი ბიჭი არ დაგელოდებოდა, ძალიან რომ არ ყვარებოდი.
- შემიძლია ვთქვა, რომ ვიპოვე ჩემი მეორე ნახევარი და, ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ნამდვილად ძალიან ვუყვარვარ ჩემს მეუღლეს. ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ მის გვერდზე ვყოფულიყავი. ჩამომაშორა ყველა თაყვანისმცემელი ვისაც მოვწონდი და ვინც მეკონტაქტებოდა. სადაც მივდიოდი იღებდა ყველაფერს და მერე იქ მოდიოდა ან გარეთ მელოდებოდა. ორჯერ ჩამომაკითხა ეგვიპტეში და სამჯერ ანტალიაში.
ყველა ჩემი ახლობელი და დაქალი გაიცნო და ყველა მასზე მელაპარაკებოდა რომ, ძალიან კარგი ბიჭია და რომ ძალიან ვუყვარვათ.

- ასე ძალიან „ამტანშივე“ შეუყვარდი?
- ბოლოს 7 წლის მერე მიაღწია მიზანს და შემაყვარა თავი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის დღეს ჩემს გვერდზეა. „ამტანში“ მგულშემატკივრობდა. პროექტის მერე გავიცანი და, მაშინვე მითხრა, რომ ძალიან მოვწონდი და მგულშემატკივრობდა.

სპეციალურად საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
коба куртанидзе
Momismine zamiko Joni aravis ykanalus saqme araa natas qmari riti yavs dacherili yvelam tavis ukanals mixedos raa da davit ramishvilze cudis mtlmelus dedac raa sheedare davitas kacobashi da zmakacobashi raa.gaige bicho?
02:18 / 10-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ჯონი
მძიმე შემთხვევაა, კაცი რომ ქალს გაეკიდება იქ არის დაღუპული მისის საქმე, ერთი ადგილით ყავს ამ გოგოს ეგ ტიპი დაჭერილი
22:48 / 08-06-2015
გამოხმაურება / 0 /
mari
რა ძალიან ლამაზია. ბიჭუნაზე ამას არ ამბობენ მაგრამ ძააალიან დახატულია. მეც მინდა ასეთი ლამაზი და ჯანმრთელი ბიჭიკო
15:38 / 08-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ანკა
გილოცავ,მაგრამ ბეზრუკოვს რატომ უღალატე?)))):
13:03 / 05-06-2015
გამოხმაურება / 0 /
nata guliashvili
Didi madloba, am tbili sitkvebisatvisss. :* :* :*
05:15 / 05-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS