01 ივნისი, 2015
გიგი გაჩეჩილაძემ ოცნების ქალი იპოვა - ვინ არის ანანო ჯოხაძე
გადავწყვიტეთ, შეყვარებულობის პერიოდი კიდევ გაგვეგრძელებინა რამდენიმე საათის გიგი გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში გოგონასთან ერთად ფოტოზე მონიშნეს. სადაც აშკარად ჩანს, რომ წყვილი შეყვარებულია. გიგი ცოტა ხნის წინ ''რეიტინთან'' ინტერვიუში ყვებოდა, რომ შეყვარებული იყო. გოგონას ვინაობას არ ამხელდა, თუმცა გულახდილად ყვებოდა,რომ მასთან დაქორწინება სერიოზულად ჰქონდა გადაწყვეტილი. გთავაზოთ ნაწყვეტს გიგის ინტერვიუდან:

- გიგი, დღევანდელ შენს პირად ცხოვრებაზე რას იტყვი?
- კარგად და მშვიდად ვარ. მყავს შეყვარებული, მაგრამ არ მინდა მისი ვინაობის თქმა. ჩემს პირად ცხოვრებაზე ბევრი დაიწერა. მგონია, რომ
ცოტა უინტერესო და ბანალური გავხდი. როდესაც ყველაფერი ლოგიკურად დამთავრდება და ქორწილი გვექნება, ისედაც ყველა გაიგებს, ვისზე ვარ შეყვარებული.

- უახლოეს მომავალში გეგმავ დაოჯახებას?
- სიმართლე გითხრათ, ცოტა ხნის წინ ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე. ჩემთვის ქორწინება არაა ჩვეულებრივი ქეიფი. იმ დონეზე უნდა იყო საკუთარ სიყვარულში დარწმუნებული, რომ არაფერი უნდა გაფიქრებდეს. არ მგონია, ოჯახი, რომელსაც შევქმნი, დამეშალოს. თან ჰოროსკოპით სასწორი ვარ და ასეთი ნაბიჯის გადადგმისას ყველაფერს ბევრჯერ ავწონ-დავწონი.

- რატომ გადაიფიქრე დაოჯახება?
- ორივემ ვიფიქრეთ, რომ ჯერ ცოტა ადრე იყო ოჯახის შექმნა და გადავწყვიტეთ, შეყვარებულობის პერიოდი კიდევ გაგვეგრძელებინა.

გიგის შეყვარებულის ვინაობა ჟურნალისტებისთვის საიდუმლოდ დიდხანს არ დარჩენილა. გიგის ახალი სიყვარული ანანო ჯოხაძეა. ის სტუდენტია, მომავალი იურიასტია და სავარაუდოდ წყვილი ოჯახს მას შემდეგ შექმნის, როდესაც ანანო სწავლას დაამთავრებს.

Rating

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
მაკა
ან ერთი ვინ არის ,ან მეორე?
13:27 / 21-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ანა
სათაური აქვს კვირის სკანდალი :) სერიოზული სკანდალია :)))))))))))))))
18:12 / 09-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ელისო
უდიდეს ბედნიერებას გისურვებთ:)
22:14 / 06-06-2015
გამოხმაურება / 0 /
shorena
Bednierebas gisurvebt,gaixaret!
01:02 / 04-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS