29 მაისი, 2015
იას ტარიელი საკუთარი კონცერტით უკმაყოფილოა: „გპირდებით, აღარასოდეს დავუკრავ...“
საღამოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედაც დაესწრო რამდენიმე დღის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკაში მუსიკოს ტარიელ სუარის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ქართველმა გიტარისტმა მსმენელს გია ყანჩელის მუსიკა ახლებური ინტერპრეტაციით შესთავაზა.

საღამოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა - გიული ალასანიაც დაესწრო, რომელიც კონცერტის ბოლოს აღნიშნავდა: ''ტარიელ სუარის შემოქმედების თაყვანისმცემელი ვარ, ბრწყინვალე მუსიკოსია, პირველად ვარ მის კონცერტზე. საუკეთესოს ველოდი და იყო კიდეც საუკეთესო საღამო, არაჩვეულებრივი მოსასმენია ყანჩელის მუსიკაზე გიტარაზე''.

თუმცა თავად ტარიელი კონცერტით კმაყოფილი არაა. მუსიკოსი ''ფეისბუქზე'' შემდეგ სტატუსს აქვეყნებს. 

''კარგია,
როდესაც საკუთარ ქვეყანაში ვირტუოზს გეძახიან. ნუ რა თქმა უნდა გენიოსი უკეთესი იქნებოდა. მაგრამ ზოგიერთ ცნობად სახეს ისეთ რამეს ეძახიან... ვირტუოზი სავსებით მისაღებია ჩემთვის. რა თავმდაბალი პოსტი გამომივიდა.

ხუმრობის გარეშე კი ყველას უღრმესი მადლობა კონცერტზე მობრძანებისათვის. ასეთი გამორჩეული მსმენელი გერმანიაშიც კი არ მახსოვს. მართალია, დაგხუთეთ, მაგრამ გპირდებით, რომ აღარასოდეს, აღარასოდეს დავუკრავ ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობამ ყველაფერი გააკეთა კომფორტული სიტუაციის შესაქმნელად (რის გამოც 1000 მადლობა ბატონ კეკელიძეს, ქალბატონ გულიკოს და ასე შემდეგ) თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს დარბაზი არ არის კლასიკური გიტარისათვის,'' - წერს მსახიობ ია ფარულავას მეუღლე.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 22 /
გერმანული
ტარიელი უნიჭიერერსია.მოკლედ გაქაჩვა სწირდება...ვნახოთ ია როგორ გაგვიმართლებს იმედებს.ისე ცხნობისთვის ერთ სახლში არ ცხოვრობენ.
17:30 / 01-06-2015
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
სამწუხაროდ არ მომისმენია ეს კონცერტი, მარამ დარწმუნებული ვარ ტრადიციულად უმაღლეს დონეზე დაუკრავდით გილოცავთ
08:54 / 01-06-2015
გამოხმაურება / 0 /
გელა
Tariel vuertdebi xalxis ovaciebs mixaria sheni carmatebebi
08:53 / 01-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ელზა
ulev warmatebebs da namdvil msmenels gisurvebt mudam!.. gaixaret im siamovnebisatvis, rasac adamianebi tqveni xelovnebit igeben...
08:52 / 01-06-2015
გამოხმაურება / 0 /
გოჩა
ქართულ ტრადიციებზე აღრზდილი ვაჟკაცის ხელში აჟღრებული გიტარის მოსმენას რა სჯობს და მითუმეტეს თუ თქვენნაირი ვირტუოზია ! კაცი რომელიც ვირტუალურად ფლობს გიტარას, მას ლამაზი მანდილოსნების გულის ფლობაც არ გაუჭირდება,,,)))
08:52 / 01-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS