29 მაისი, 2015
კაბალისტური ნიშნები ნინა სუბლატის გამოსვლაში - „ელვა დემონოლოგიაში გველის და ლუციფერის სიმბოლოა...“
დემონოლოგიაში გაიგივებულია ღამურა-ვამპირთან
მკითხველს კარგად ახსოვს ანთიმოზ ივერიელის კომენტარი ნინა სუბლატის "ევროვიზიაზე" გამოსვლასთან დაკავშირებით.

მაშინ სასულიერო პირი ბევრმა გააკრიტიკა, რომ დემონურს ვერაფერს ხედავდნენ სუბლატის ჩაცმულობაში. ამ თემით ანთიმოზი "იმედზე" თოქ-შოუშიც კი მიიწვიეს სასაუბროდ.

ამჯერად გადაწყვიტა, თავისი ძველი სტატუსი განემარტა ამ თემაზე.

"კარგით რახან არ ისვენებთ აგიხსნით დემონოლოგიას (ნინო სუბლატის გამოსვლასთან დაკავშირებით) - ღამურას შესამოსელი.

დემონოლოგიაში გაიგივებულია ღამურა-ვამპირთან, რაც დემონს ნიშნავს. წითელი ზონარი მარცხენა ხელზე, კაბალისტური ნიშანია. თავსაბურავი წვეტიანი სამკუთხედი, კაბალისტური სიმბოლიკაა.

და მთავარი: მხატვრული გაფორმება
უამრავი ელვით. ელვა დემონოლოგიაში გველის და ლუციფერის სიმბოლოა.

მე არ ვამბობ რომ ნინო დემონია. ეს იყო ნინოს შესრულებული ერთ-ერთი როლი. ლამაზთვალებიანი ნინო კი ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს! წარმატებას ვუსურვებ სცენაზე.
არქიმანდრიტი ანთიმოზი(ივერიელი) " - წერს ანთიმოზი.

იხილეთ ასევე


სალომე დადიანი
ბეჭდვა