29 მაისი, 2015
კაბალისტური ნიშნები ნინა სუბლატის გამოსვლაში - „ელვა დემონოლოგიაში გველის და ლუციფერის სიმბოლოა...“
დემონოლოგიაში გაიგივებულია ღამურა-ვამპირთან
მკითხველს კარგად ახსოვს ანთიმოზ ივერიელის კომენტარი ნინა სუბლატის "ევროვიზიაზე" გამოსვლასთან დაკავშირებით.

მაშინ სასულიერო პირი ბევრმა გააკრიტიკა, რომ დემონურს ვერაფერს ხედავდნენ სუბლატის ჩაცმულობაში. ამ თემით ანთიმოზი "იმედზე" თოქ-შოუშიც კი მიიწვიეს სასაუბროდ.

ამჯერად გადაწყვიტა, თავისი ძველი სტატუსი განემარტა ამ თემაზე.

"კარგით რახან არ ისვენებთ აგიხსნით დემონოლოგიას (ნინო სუბლატის გამოსვლასთან დაკავშირებით) - ღამურას შესამოსელი.

დემონოლოგიაში გაიგივებულია ღამურა-ვამპირთან, რაც დემონს ნიშნავს. წითელი ზონარი მარცხენა ხელზე, კაბალისტური ნიშანია. თავსაბურავი წვეტიანი სამკუთხედი, კაბალისტური სიმბოლიკაა.

და მთავარი: მხატვრული გაფორმება
უამრავი ელვით. ელვა დემონოლოგიაში გველის და ლუციფერის სიმბოლოა.

მე არ ვამბობ რომ ნინო დემონია. ეს იყო ნინოს შესრულებული ერთ-ერთი როლი. ლამაზთვალებიანი ნინო კი ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს! წარმატებას ვუსურვებ სცენაზე.
არქიმანდრიტი ანთიმოზი(ივერიელი) " - წერს ანთიმოზი.

იხილეთ ასევე


სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ცირა
ბერებს თავზე თავსაბურავი რომ ახურავთ ასე ისაუბრეს რომ ეგ როცა მოკვდებიან კუბოს უნდა გადაეფაროს ხოლო ტანსაცმელი რასაც ატარებენსიკვდილს ასიმბოლოებს და რომელ დემონებზეა საუბარი როცა თითონ უარეს მდგომარეობას განასახიერებენ
19:00 / 01-06-2015
გამოხმაურება / 0 /
იქსი
ავტეხეთ ზუსტად. იმიტომ რომ საქართველო ისეთ გაჭირვებულ დღეშია თეთრი კაბით ნარნარი სცენაზე და თავის დაშტერება ვითომ ეგრე სანარნაროდ გვაქ სიტუაცია სისულელეა. ღირებულებებს რაც შეეხება ვიცით, რომ ვეფხისტყაოსანი მაგალიტად ყოველთვის ღირებული იქნება, მაგრამ დღევანდელობას, ჩვენს სიტუაციას ეგ არ ჭირდება. და თეთრი სამოსით ეგეთი სიმღერის შესრულებაც არიქნებოდა ნორმალური. კაბალისტურ ნიშნას რაც შეეხება არამგონია მართმადიდბელების გარდა ყველა დემონი იყოს, განასახიერა ადამიანმა რაღაც როლი... როლი ,,მებრძოლის'' და არა დემონის. და ღირებულებას რაც შეეხება საკმაოდ კარგად შეასრულა მე თუ მკითხავ. და მაინც ნინას რომ უბრალოდ ემღერა სხვა სიმღერა როგორც კულტურული ღირებულება ეს იქნებოდა მხოლოდ მისი წარმატება სიტყვაზე, ერთი ქართველი ნიჭიერი ადამინის წარდგენად უბრალოდ ევროვიზიაზე და ახლა წარდგა საქარველო, რავი მე მაინც მგონი დღეს ეს უფრო გვჭირდება. ვიდრე მხოლოდ სახელი იმის ერთით მეტი ნიჭიერი მომღერალი გვყავს. ხალხნო ხალხს სსჭმლის ფული არ აქ, წამლის ფული არ აქ, ათასობიტ ვალები ბანკებში, ამდენი რაკომნი და ლოთი. ღირებულებები მერე ხალხნო მაღაზიაში პურის ვალი რომარ ექნება ადამიანს.
16:07 / 01-06-2015
გამოხმაურება / 0 /
vanda
აუფ,ატეხეს აჟიოტაჟი,პირველად გაიგეთ ვითომ,რომ მსგავსი ვიზუალი დემონთან ასოცირდება. წითელი ზონრის სამაჯური კაბალისტების სიმბოლო რომაა პირველად გაიგეთ თუ თავებს იშტერებთ? ან მსგავსი ვიზუალით,რომ სწორედ შავი ძალების წარმომადგენლებს გამოსახახავენ ვითომ ეგეც ეხლა გაიგეთ ხომ? იძახეთ რამდენიც გინდათ 21-ე საუკუნე,ამ გადმოსახედიდან შეიძლება ბრინჯაოს ხანის ადამიანიც ასე იცინოდა ქვის ხანის ადამიანზე,დრო გავა და შეიძლება სულ ერთი საუკუნის მერეც ისე დასცინონ ამ თქვენს ოცდამეერთე საუკუნეს,ამიტომ მთავარი ყოველთვის ღირებულებები იქნება და არა საუკუნერბი. სიმღერას რაც შეეხება,საინტერესოა,რატომ ჰქონდა მთელ ერს გამარჯვების მოლოდინი. ჯერ კიდევ მაშინ,როცა გერმანელმა ლენამ გაიმარჯვა,ბევრი აღნიშნავდა ,რომ ევროპას ასეთი , ლაითი, სიმღერები უფრო ხიბლავს,ვიდრე ღრმააზროვანი ფოლკლორული ელემენტებით გამდიდრებული ,,განტოლება",ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე რომ ჩაგაფიქრებს.ზუსტად ასეთმა სიმღერამ გაიმარჯვა წელსაც,ამიტომ პოლიტიკაში ქექვას და სხვების დადანაშაულებას მოვეშვათ ჯობია და ჩვენს თავში ვეძებოთ ჯერ პრობლემა.
22:10 / 31-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიზა
წითელი ძაფი მაჯაზე მართლაც კაბალისტების სიმბოლოა.
22:25 / 30-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ზურა
როგორ აჟრიალებს ამ ხალხს... 21-ე საუკუნეში რაღა დროს ეშმაკებზე და კუდიანებზე ლაპარაკია?... და ამათ უნდათ თანამედროვე ქვეყნის აშენება? მეტი არაა ჩემი მტერი... ამდენი ტვინგამორეცხილი ბრბო რომ განვითარებულ სახელმწიფოს შექმნის...
18:24 / 30-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS