27 მაისი, 2015
საქართველოში შაბიამნის ახალი პარტია შემოიტანეს - 26 მაისის მოდა, ხალხი შოკიდან ვერ გამოდის...
შაბიამნისფერ სამოსში გამოწყობილი დავით ნარმანიას მეუღლის ფოტო სოციალურ ქსელში აიტაცეს გუშინ, რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე საქართველოს მთავრობის წევრების დიდი ნაწილი ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ. მათგან განსაკუთრებული ყურადღება თბილისის მერის, დავით ნარმანიას მეუღლემ - თიკა თინიკაშვილმა მიიპყრო, ამის მიზეზი კი მისი ჩაცმულობა გახდა.

თიკას ყოველთვის გამორჩეულად აცვია, როგორც ამბობენ, მხოლოდ ერთ დიზაინერს ენდობა და თავისი ესკიზები სტუმრობს ხოლმე.

ამჯერად არჩევანი შაბიამნისფერზე გააკეთა, თუმცა მის ჩაცმულობას ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ლამის
დამოუკიდებლობის დღე გადაფარა.

თუმცა მალევე გაირკვა, რომ ასევე შაბიამნისფერ სამოსში იყვნენ გამოწყობილები უმრავლესობის კიდევ ორი წევრი -  ეკა ბესელია და მანანა კობახიძე. პოლიტიკოს ქალბატონებს ქვეყნის მთავარი მოსამართლე ნინო გვენეტაძეც შეუერთდა...

''ფეისბუქის'' მომხმარებლები ხუმრობენ და ეჭვს გამოთქვამენ, რომ საქართველოში შაბიამნის ახალი პარტია შემოიტანეს.

ზოგიც ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკოს ქალბატონებს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად აჩუქა ფირუზისფერი ქსოვილი. მათაც ბიზნესმენს ხათრი ვერ გაუტეხეს და ზოგმა პიჯაკი, ზოგმა კაბა და ზოგმაც შარვალი შეიკერეს.

ამ ვერსიებიდან შესაძლოა, მართალი არცერთი არაა, მაგრამ ფაქტია, რომ დამოუკიდებლობის დღეს უმრავლესობის წარმომადგენელი ქალბატონების უმრავლესობა, ერთი ფერის სამოსში იყვნენ გამოწყობილი.

ახალ პოლიტიკურ მოდას არ აღიარებს ღარიბაშვილის მეუღლე. ნუნუკა თამაზაშვილი შავ-თერ ფერებში გადაწყვეტილ პიჯაკში იყო გამოწყობილი. მარგველაშვილის მეუღლე მაკა ჩიჩუა კი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე არ გამოჩენილა.

Rating



სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
koko
ჟილეტი მე ვიტყოდი უუმაგრესი აცვია, მაგრამ შარვალი მაგრად არ უხდება. ჯერ ერთი უბეში სპეცზაკაზურად ეკეცება. მეორეც ერთი ადამიანი როცა გასუქებულია ნათელი ფერი არ უნდა ჩაიცვას და თან შარვალი!!!!! ჩაეცვა კაბა, ისე ფიზიკურად ძალიან მომწონს..
17:24 / 31-05-2015
გამოხმაურება / 0 /
გიგა
უნახავმა რა ნახა.... ხალხი მშიერია და თქვენ მოდაზე ლაპარაკობთ?! პარაზიტებო! ერო იბრძოლე სამართლიანობისთვის და თანასწორობისთვის!
20:52 / 30-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ტეონა
ირ ინა--მართალია რომ შაბიამნისფერიც იგივე ფერია როგორც შავი , თეთრი და ..... მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს , რომ მთელმა ,, ოცნებამ'' ინკუბატორივით ერთი ფერის ტანსაცმელი ჩაიცვას უნიფორმასავით, თანაც უგემოვნებოდ შეკერილი, ასე რომ აქ ჟურნალისტი არაფერ შუაშია, მთელი საზოგადოება ამაზე იცინის.
18:38 / 30-05-2015
გამოხმაურება / 0 /
შაბიამნის მორიგი პარტია ანუ ისევ ცისფერ ოცნებებში ვაააართ!
არ გვჭირდება, მაგრამ მაინც მოაქვთ!
12:17 / 29-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია
სხვას ვერაფერს ხედავთ შოკისმომგვრელს? საქართველო რომ ირყვნება და ჭაობში ეფლობა,ეს არაა შოკისმომგვრელი,ტელევიზიები რომ ქადაგებენ გარყვნილების და ჰომოსექსუალიზმის დაკანონებას,ეს ნორმალურია? ვისი რა საქმეა,ვინ რა ფერის ტანსაცმელს ჩაიცვამს?!
12:13 / 29-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS