26 მაისი, 2015
ვის უჩვენებს შუა თითს გიორგი ვარდოსანიძე
რა ხდება ახლა მსახიობის პირად ცხოვრებაში მსახიობ და ტელეწამყვან გიორგი ვარდოსანიძეს გოგონების ყურადღება არასდროს არ აკლდა. სუსტი სქესის წარმომადგენლები მისით განსაკუთრებით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც მოცეკვავე მეუღლეს, სალომე ჭაჭუას დაშორდა. 

ყველას აინტერესებს, რა ხდება ახლა მსახიობის პირად ცხოვრებაში, ჟურნალისტები მისი ცხოვრების შესახებ დეტალებს „ფეისბუქის“ საშუალებით ვიგებთ ხოლმე. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე გიორგის გული ყველასთვის დახურულია. მსახიობი მეგობრებთან ერთად ატარებს დროის დიდ ნაწილს.

მისი ერთ-ერთი ბოლო ფოტო ''ფეისბუქზე'' ჯგუფელებს ეძღვნება, სადაც ის და მისი მეგობარი შუა
თითს აჩვენებენ და წერენ, რომ ეძღვნება ყველა მათ ჯგუფელს.

გიორგის არც სხვა ჯგუფელები  ჩამორჩნენ და ამ გამოწვევის შემდეგ მათაც დადეს ფოტოები სადაც ერთმანეთს შუა თითს უჩვენებენ. ვარდოსანიძე წერს, რომ ეს ყველაფერი სიყვარულით ხდება.

ვარდოსანიძე და ჭაჭუა შერიგდნენ? - გიორგის აღიარება ორი საყვარელი ქალის შესახებ

სალომე დადიანი



ბეჭდვა