26 მაისი, 2015
როგორ მოვუაროთ სახის კანს - TOP-რჩევები სექსუალურ თამუნა ვაშალომიძისგან
აუცილებელია კანისთვის, რომ არ გამოშრეს და ტონალურმა არ დააზიანოს თამუნა ვაშალომიძე რამდენიმე დღეში კიევში „ფლეიბოის“ გადაღებებზე მიემგზავრება. მოდელმა წონაში საგრძნობლად დაიკლო და ბევრად კარგად გამოიყურება. თამუნას ამჯერად სახის მოვლის რჩევების გამხელა ვთხოვეთ.

- სახის კანის მოვლის რა მეთოდი გაქვს?
- პირველ რიგში არსოდეს არ ვიძინებ მაკიაჟით, ეს ანადგურებს სახის კანს. სანამ მაკიაჟს გავაკეთებინებ, ან გავიკეთებ, ვისვამ მკვებავს. ეს აუცილებელია კანისთვის, რომ არ გამოშრეს და ტონალურმა არ დააზიანოს. იშვიათად ვიკეთებ ნიღბებს, იმიტომ რომ არ მაქვს ცხიმიანი კანი.

-
რა ნიღაბს იკეთებ?
- აღმდგენი კანის მკვებავს ვხმარობ. სახის კანს არ ვიწმენდ, უმჯობესია, ეს იშვიათად გააკეთოთ, მხოლოდ იმ შემხვევაში თუ კოსმეტოლოგი გირჩევთ. ხშირი გაწმენდა სახის კანს მალე აბერებს.

- ბუნებრივი სახლში მომზადებული ნიღბით როდისმე გისარგებლია?
- არა. მაწონს ან სხვა ნიღაბს რომ ისვამენ, ჯობია გამოკვლევები ჩაიტარონ და გაარკვიონ კოსმეტოლოგთან რა არგებს მათ სახის კანს.

- კარგი სახის კანი გქონდეს, კვებას აქცევ ყურადღებას?
- რა თქმა უნდა. არ ვჭამ ცხიმიანს, მარილიანს, და თხილს და კვერცხს იშვიათად ვჭამ. ამ პროდუქტების ხშირი მიღება შლაკების დაგროვებას და ალერგიას უწყობს ხელს.

- კოსმეტიკის შეძენისას ფასს აქცევ ყურადღებას? ანუ თუ იცი, რომ შენი სახისთვის კარგია, მაგრამ ძვირი ღირს, შეიძენ?
- თუ ფული მაქვს, კოსმეტიკაში ფულის გადახდა ნამდვილად არ მენანება.

მერი კობიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
is
Kvercxi aravegetarianeluri produqtebidan yvelaze sasargeblo produqtia. Txili da zogadad txileuloba (mouxalavi) aucilebelia mattvus visac janmrtelad yopna surs. Es gogo vigacas shecdomashi sheuyvania.
11:37 / 31-05-2015
გამოხმაურება / 0 /
სალომე
შენი რჩევა ვის რაში სჭირდება ღმერთმა დაგვიცვას ვაშალომიძისნაირეის რჩევევისგან
07:51 / 30-05-2015
გამოხმაურება / 0 /
თავხედი აგარიდან
თამრიკო შენ რამდენის ხარ?20ის?მგონი 20ს უნდა იყო და რავიცი ეგ 70ლარიანი მაკიაჟი რო მოგაშოროს კაცმა რა დარჩები არავინ იცის ნაღდათ მაგრამ რადროს აღმდგენებია არ გამაგიჟო.ბევრად უფროსი ვარ შენზზე არც ტავს ვიკლავ თავის მოვლით მაგრამ აღმდგენი მეც არ მჭირდება მგონი ჯერ ნაოჭებიც არმაწუხებს.ისე კაი ეშხიანი გამოხედვა კი გაქვს ჩაქრი შენა:დ მაგრამ ძაან გასავება არ გინდა ტვალების ეგ უმატებს ასკას.პირიქიტ ორი დრის წინ თმა წარბიც გავიღიავე ძაან.ღია ლინზები და ბევრაად ნაკლები ასაკის გამოვჩდი ესეტ შემტხვევაში ტვალის ფერი კიდე ტუ მასე ცვლიდა ადამიანს მარტლა არ მეგონა.ლინზა პირ ველათ მოვიხმარე თამო გენცო^-^
22:24 / 29-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS