24 მაისი, 2015
ეკა ნიჟარაძე რეზო თაბუკაშვილზე გათხოვებას უარყოფს
რამდენიმე საათის წინ მსახიობმა ეკა ნიჟარაძემ მწერალ რეზო თაბუკაშვილთან ერთად გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მაშინვე უამრავი მოწონება დაიმსახურა. მეგობრები ეკას გაბედნიერებას ულოცავენ და აღნიშნავენ, რომ ულამაზესი წყვილია.

რასაკვირველია, გაგვიხარდა კიდევ ერთი ლამაზი ოჯახის შექმნის ამბავი და გადავწყვიტეთ, ეკასთვის მისალოცად დადაგვერეკა, თუმცა მან ძალიან მოკლედ გვიპასუხა:

- მესმის რატომაც გავრცელდა ეს ინფორმაცია, რეზოსთან ერთად გადაღებლი ფოტოები რომ დავდე „ფეისბუქზე“ ყველამ იფიქრა, რომ გავთხოვდი, მაგრამ არ გავთხოვილვარ და ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებ.

სოციალურ ქსელში
კი ეკა ძველებურად იღებს მილოცვებს, მათ შორისაა ტელეწამყვანი ეკა ხოფერიაც, რომელმაც წყვილის ფოტოზე შემდეგი კომენტარი გააკეთა, - „ამას მიმალავდით? ორი ყველაზე მაგარი ადამიანი“. - კომენტარი თავად ეკამაც მოიწონა.

სავარაუდოდ, პრესისთვის ეკა ჯერჯერობით არ აპირებს იმის გამხელას, რომ დაოჯახდა.

ეკა ოფიციალურად ერთხელ იყო გათხოვილი, მისი პირველი მეუღლე ნიკო გომელაური იყო, რომელთანაც მსახიობს ორი შვილი - ტასო და ჯეჯი ჰყავს.

ეკას მესამე შვილი, ვაჟი - ნოდარიკო ბიზნესმენ თემურ უგულავასგან ჰყას. თემურთან ეკას ოფიციალურ ქორწინებაში არ ყოფილა, მაგრამ ინტერვიუებში ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ნოდაროს მამა მას ძალიან ეხმარებოდა და ყველანაირად გვერდში ედგა.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
ნატა
რა უბედურება ჭირს ამ ქართველ კაცებს ყველაფერი სხვისი ნახმარი რომ უნდებათ, მანქანის ჩათვლით და ქალით დამთავრებული.
13:12 / 05-06-2015
გამოხმაურება / 0 /
rusudan
საქართველოში რომ ბოროტი და შურიანი ხალხი ცხოვრობს,არა მგონია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში იყოს ამდენი.რა ბოღმიანები ხართ.რა გინდათ.რას არჩევთ სხვის ცხოვრებას..ვისაც როგორ უნდა ისე იცხოვროს.წაიღეთ ტვინი სულ ჭორაობით და გესლის ნთხევით
20:16 / 04-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ციცო
ნანა, მოწონების აღნიშვნა რომ იყოს შესაძლებელი ,აუცილებლად ავღნიშნავდი შენს აზრს.მოკლედ მეც ზუსტად მაგ აზრისა ვარ.ისე კი დიდი საცოდავია თავისი წარმატებების მიუხედავად!
20:50 / 02-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატ
მერამდენედ ნეტავ ?! არ მემეტება თაბუკაშვილი მისთვის რავიცი რავიცი :)))
10:39 / 02-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ქოქო
ალხანა ჩალხანა
14:12 / 31-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS