24 მაისი, 2015
რატომ აკრიტიკებს ქართველი სასულიერო პირი ნინა სუბლატს - „გვაჯობა თეთრ კაბაში გამოწყობილმა გაფითქინებულმა რუსმა გოგომ...“
მამა ანთიმოზ ივერიელი ნინა სუბლატის „ევროვიზიაზე“ გამოსლაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

"ნინო სუბლატი - ვინ ურჩია ნინო სუბლატს, რომ დემონური შესამოსლით და დემონური სახით გამოსულიყო? შე დალოცვილო ლამაზი გოგო ხარ, ლამაზი კაბა ჩაგეცვა და გემღერა ისე. ეტყობა უთხრეს, „ევროვიზია“ დემონურს აწვება და ასე უფრო მოვხიბლავთო!

ვაი ჩვენს პატრონს! დემონიზაციაში მაინც გავასწარით ევროპას.

ქე, გვაჯობა თეთრ კაბაში გამოწყობილმა გაფითქინებულმა რუსმა გოგომ - " წერს ანთიმოზ ივერიელი სოციალურ ქსელში.


ნინა სუბლატი „ევროვიზიაზე“ ათეულს მიღმა დარჩა - გულდაწყვეტილი მომღერლის პირველი კომენტარი
ბეჭდვა