ქეთას ამერიკაში გამგზავრებას რუსული პრესა არაერთგვაროვნად შეხვდა, წერენ, რომ მომღერალი რუს ექიმებს არ ენდო და ამერიკაში გაემგზავრა სამშობიაროდ.
ქეთა უკვე ძალიან მალე, გახდება დედა. რუსული პრესის ინფორმაციით, ქეთა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლინიკაში იმშობიარებს.
ამ კლინიკის პაციენტები თავის დროზე იყვნენ მადონა, ბრიტნი სპირსი, კიმ კარდიშიანი. კლინიკაში მშობიარობა დაახლოებით 30 ათასი დოლარი ღირს.
სალომე დადიანი