20 მაისი, 2015
ნინა სუბლატი „ევროვიზიის“ ფინალში იმღერებს
ნინა სუბლატი "ევროვიზიის" ფინალშია. მომღერალმა კონკურსზე საკუთარი სიმღერა Warrior - შეასრულა და ევროპამ მას მხარი დაუჭირა. ნინა ნახევარფინალში მეთექვსმეტე ნომრით გამოვიდა.

„ევროვიზიის“ ფინალი 23 მაისს გაიმართება. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ "ევროვიზიის" ჟიურის წინასწარი შეფასებებით, 8,85 ქულით ნინა სუბლატი პირველ ადგილზეა. ამის შესახებ ინფორმაცია "ევროვიზიის" გერმანულენოვან საიტზე გამოქვეყნდა.

როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ქართველ მომღერალს საუკეთესო ხუთეულში მოხვედრის დიდი შანსი აქვს. მომღერალს წარმატებებს ვუსურვებთ.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნანული
წარმატებები
19:25 / 20-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS