13 მაისი, 2015
მზია ორველაშვილს დაქალმა კინაღამ ოჯახი დაუნგრია
დეპრესიაში ვიყავი. ერთი თვე ქმართან არ ვცხოვრობდი
მოცეკვავე მზია ორველაშვილი პირად ცხოვრებაში ჩარეულ ბოროტ ადამიანზე საუბრობს, რომელიც თავისი მეგობარი ეგონა.

"უახლოეს წარსულსი შეიძლებოდა ყველაფერი ცუდად დამთავრებულიყო, რადგან ჩემ და საშას ურთიერთობაში ისეთი ადამიანები ჩაერია, ვისაც ამის უფლება არ ჰქონდა.

არ ვიცი, ვის რა ესაქმება ჩემ პირადში. ისეთ ხალხს ვგულისხმობ, ვინც მეგობრები მეგონენ და ბოლოს ისე მოხდა, რომ კინაღამ ქმართან დამაშორეს.

დეპრესიაში ვიყავი. ერთი თვე ქმართან არ ვცხოვრობდი. ვიღაცის გრძელი ენებისა და ტყუილების გამო. მათ ჩვენი
წყვილის დაშორება უნდოდათ, მაგრამ იმედია, ეს არასდროს მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები დღესაც აგრძელებენ ტყუილად ენების მიტანას", - ამბობს ორველაშვილი "სარკესთან" საუბრისას.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS