12 მაისი, 2015
,, X ფაქტორში" ცვლილებებია... ვინ არის საიმონ ბარნუმი?
მთელი საქართველო სულმოუთქმელად ელოდება პირველ ჩვენებას ,,X ფაქტორი" სულ უფრო და უფრო საინტერესო და დაძაბული ხდება. ხალხი მთელი კვირა განიხილავს ორშაბათს გასულ გადაცემას: წამყვანებს, კონკურსანტებსა და მათ ვოკალურ მონაცემებს, ჟიურის, მენტორების კომენტარებსა და ჩაცმულობის სტილსაც კი. სულ მალე პროექტის ლაივ კონცერტები დაიწყება.

მთელი საქართველო სულმოუთქმელად ელოდება პირველ ჩვენებას. სპეციალურად საიტისთვის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზს ვეწვიეთ და პირველ გენერალურ რეპეტიციას დავესწარით. მთელი შემოქმედებითი ჯგუფი თავდაუზოგავად შრომობდა.

მაგალითად, მოცეკვავეები ენერგიულად ასრულებდნენ უკვე კარგად ათვისებულ მოძრაობებს, კონკურსანტები სიმღერის მანერას,
სცენაზე თავდაჭერასა და პროფესიონალი მომღერლისთვის მნიშვნელოვან სხვა ნიუანებზე მუშაობდნენ.

რეპეტიციის ბოლოს ,, X ფაქტორის" მთავარ პროდიუსერს, გიორგი ხაბურზანიას, გავესაუბრეთ.

გიორგი: ,,ბევრი სიახლეა, სტანდარტები ავწიეთ. პირველი - გვყავს ლონდონელი ქორეოგრაფი, საიმონ ბარნუმი. იგი უცხოურ ,, X ფაქტორთან" თანამშრომლობდა. საიმონის ხელი პირველივე ლაივ კონცერტიდან დაეტყობა პროექტს. მისი ჩამოყვანა და სრულიად ახალი ქორეოგრაფია ჩვენი გადაცემისთვის ახალი ეტაპია. მეორე -  PixMob LED არის დანიური კომპანია, რომელიც ევროვიზიისა და სხვა ,,X ფაქტორების" განათებაზე ზრუნავს.

ჩვენ სწორედ PixMob LED-ის აპარატურა ჩამოვიტანეთ. ვიზუალი რადიკალურად იცვლება. შეუძლებელია მაყურებელის მახვილ თვალს ეს გამოეპაროს. მესამე - მაგთის ოთახში, ძირითად წამყვანებთან (გიორგი ყიფშიძესთან და რუსკა მაყაშვილთან ერთად) გვეყოლება ორი წამყვანი. ,,რუსთავი 2" ამჩნევს რომ ხალხი ეკრანზე ახალ სახეებს ითხოვს და შესაბამისად საზოგადოების სურვილს ასრულებს."

პროდიუსერმა ახალი წამყვანების ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა აღნიშნა რომ ერთ-ერთი ,,რუსთავი 2-ის" თანამშრომელია.

გიორგი: ,,ცვლილებები წესებსაც შეეხო. მოგეხსენებათ, შარშან არც თუ ისე ბევრი ლაივი იყო, ეს ხარვეზი გამოვასწორეთ. წელს კონცერტების რაოდენობა გაიზრდება. ყოველ ჯერზე თითო-თითო კონკურსანტი გავარდება."

- როგორ შეაფასებდით მეორე სეზონის მონაწილეებს?
- წელს ძალიან ძლიერი ნაკადია. თითოეულ კონკურსანტსა და ჯგუფს თავისი პრივილეგიები აქვს. გაამართლა ბავშვების კატეგორიამ.

თათული ღვინიანიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS